მძღოლების 7 ჩვევა, რომელიც ავტომობილს ანადგურებს | Allnews.Ge

მძღოლების 7 ჩვევა, რომელიც ავტომობილს ანადგურებს

მძღოლობა არც ისე ადვილია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გამოცდილების მატებასთან ერთად, მძღოლი ბევრ რამეს ავტომატურად აკეთებს. ის ბევრ ჩვევას გამოიმუშავებს, რომლებიც უსაფრთხო მართვაში ეხმარება, მაგრამ ზოგი ჩვევა შეიძლება მავნებელიც იყოს- მავნებელი მანქანისთვის და მისი მფლობელის ჯიბისთვის, გადაჩვევა კი ძნელია. წარმოდგიდგენთ მძღოლების ყველაზე გავრცელებულ მავნე ჩვევებს.

1. გადაცემების გადასართავ ბერკეტზე დაყრდნობა

ეს უცნაური თვისება საკმაოდ ბევრ მძღოლს სჩვევია. არადა, ყველამ იცის, რომ ორივე ხელი საჭის სამართავად უნდა გამოიყენოს. ბერკეტზე ხელით დაყრდნობა რეკომენდებული არ არის.

096752e50725a69d32c2aa9e4711350f-1619682394.jpg

2. საწვავის ჩასხმა მხოლოდ მაშინ, როცა ავზი ცარიელია

დგომისას ავზის ძირზე, საწვავში არსებული მექანიკური მინარევები ილექება. და თუ ავზში ცოტა საწვავია, საწვავის სისტემაში ეს მინარევები შეიწოვება, რომლებიც ტუმბოს და ფილტრს აზიანებენ. ზამთარში ავზი სანახევროდ მაინც უნდა იყოს სავსე, რათა იქ დიდი რაოდენობით კონდენსატები არ წარმოიქმნას.

3. ხშირი დამუხრუჭება

წინა მანქანასთან უსაფრთხო დისტანციის დაჭერას და ნაკადის სიჩქარით გადაადგილებას ავტოსკოლაში ასწავლიან, მაგრამ თუ საჭიროების გარეშე, ხშირად ამუხრუჭებთ, მაშინ სამუხრუჭე ხუნდების და დისკოების ხშირად შეცვლა მოგიწევთ. იმისათვის, რომ ხშირი დამუხრუჭება არ დაგჭირდეთ, ნაკადის სიჩქარესთან მიახლოებულ ტემპში უნდა იმოძრაოთ.

4. უჩვეულო ხმების იგნორირება

როცა ავტომობილს დიდხანს მართავთ, ყველა უჩვეულო ხმას, თუნდაც უმნიშვნელოს, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ის შესაძლოა გაუმართაობის ნიშანი იყოს. თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოთ. თანაც შეუსაბამო მომენტში. სჯობს ხმაზე რეაგირება დროული იყოს, დიაგნოსტიკურ ცენტრში გაუმართაობას მიაგნებენ და მისი გამოსწორება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მაშინ, როცა ის სერიოზულ პრობლემამდე მიგიყვანთ. თანაც, ასე საკუთარ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფთ;

man-looking-at-engine-final-tiny-1619682466.jpg

5. არ დაგავიწყდეთ ხელის მუხრუჭის გამოყენება

როცა ავტომატური კოლოფით აღჭურვილ მანქანას აჩერებთ, ფეხი მუხრუჭზე გქონდეთ და კოლოფი პარკირების რეჟიმზე გადაიყვანეთ, ამოწიეთ ხელის მუხრუჭი და მხოლოდ ამის შემდეგ აუშვით ფეხი მუხრუჭის სატერფულს. ამით კოლოფის გამოსავალი ღერძის კბილანას ნაკლები ძალა დაადგება და მას დაზიანებისგან დაიცავთ.

6. გაუხურებელ ძრავას მაღალ ბრუნებზე ნუ ამუშავებთ

თანამედროვე ძრავებს გახურება აღარ სჭირდება. მაგრამ სანამ აგრეგატი ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურდება, მაღალ ბრუნვებს უნდა მოერიდოთ. ყინვისას კი კარგი იქნება, თუ დაქოქვის შემდეგ, 1-2 წუთს მოძრაობას არ დაიწყებთ.

7. დაღმართში მუხრუჭებზე მუდმივი ზეწოლა

დაღმართში მოძრაობისას, ბევრი ფეხს მუხრუჭის პედლიდან თითქმის არ იღებს. ეს სამუხრუჭე სისტემის გადახურებას და მისი ეფექტურობის შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, ზედმეტად ცვდება ხუნდები და დისკოები.

Autobild.ge

myquiz