ვინ იყვნენ "ცის მზომელი" ქართველები და სად არის საქართველოში უძველესი მზის საათები | Allnews.Ge

ვინ იყვნენ "ცის მზომელი" ქართველები და სად არის საქართველოში უძველესი მზის საათები

გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში, ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტაძ­რის ერთ-ერთ კე­დელ­ზე მზის სა­ა­თია ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი. ეთ­ნოგ­რა­ფი, მკვლე­ვა­რი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი გვიყ­ვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლა­საა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ასე­თი კედ­ლის მზის სა­ა­თე­ბი, მა­გა­ლი­თად - ანა­ნურ­ში, გე­ლათ­ში... მისი თქმით, ამას ძველ­თა­გან "ცის მზო­მე­ლო­ბა" ეწო­დე­ბო­და...

გი­ორ­გი გი­გა­უ­რის სტა­ტია - "არ­ქე­ო­ას­ტრო­ნო­მია" აშშ-ში 2014 წელს გა­მო­ცე­მულ წიგნ­ში - Handbook of Archaeoastronomy and Ethnoastronomy (არ­ქე­ო­ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ეთ­ნო­ას­ტრო­ნო­მი­ის სა­მა­გი­დო წიგ­ნი) და­ი­ბეჭ­და. სტა­ტი­ა­ში მზის სა­ა­თებ­ზე და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თვე­ლე­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბია მო­ცე­მუ­ლი.

"აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში, ციხე-კოშ­კებ­ში და ზო­გი­ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლის ფა­სად­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი "მზის სა­ა­თის“ მსგავ­სი ქვე­ბი. ერთ-ერთი ასე­თი "მზის სა­ა­თი“ და­ვა­ფიქ­სი­რეთ თუ­შე­თის სო­ფელ ინ­დურ­თას ერთ-ერთ სახ­ლის ფა­სად­ზე. გრძე­ლი ქვა, რო­მე­ლიც ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად გა­მო­დის (60 სმ.) სამ­ხრე­თის კედ­ლი­დან, მი­წის ზე­და­პი­რი­დან 2.80 სან­ტი­მეტრზეა. ქვის წვერ­ზე სიმ­ბო­ლოც არის ამოჭ­რი­ლი...

სნო, სპას­თან­გე­ლო­სის სა­ლო­ცა­ვის ნიში და "მზის ბუდე"

snomzisbude-1619610763.jpg

ასევე დაგაინტერესებთ 12:10 / 20-04-2018ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."ხალ­ხუ­რი ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ-ჭორ­ტი­ა­ნი მზის სა­ა­თე­ბი ხში­რად იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, სამ­ხრეთ კედ­ლებ­ზე. ისი­ნი არა­მარ­ტო დღის პე­რი­ოდს, არა­მედ სე­ზო­ნის დად­გო­მა­საც აღ­ნიშ­ნავ­დნენ. ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­მოს­ვლის შემ­დგომ, ეს ტრა­დი­ცია გად­მო­ვი­და ად­რექ­რის­ტი­ა­ნულ ტაძ­რებ­ზე, მაგ. სვე­ტი­ცხო­ველ­ზე, გე­ლათ­ზე, ფო­კა­ზე, ანა­ნუ­რის ტა­ძარ­ზე. სვე­ტი­ცხო­ვე­ლის ტაძ­რის (მე-11 ს.) გუმ­ბა­თის ზე­და­პირ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა მა­ცხოვ­რის ბა­რე­ლი­ე­ფი, რო­მელ­საც ხელ­ში წიგ­ნი უკა­ვია და წიგნ­ზე წრე­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ძა­ლი­ან გავს ძველ­ბერ­ძნულ ან­ტი­კი­ტე­რულ მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­საც, ე.წ. სა­ა­თის არ­ქე­ტიპს, რო­მელ­საც იკ­ვლევ­და - დე სოლა პრე­ი­სი. დრო­ის და პე­რი­ო­დის სა­ზო­მი ხელ­სა­წყო­ე­ბი საღვთო ცოდ­ნას­თან იგივ­დე­ბო­და ძველ დროს. "მზის ბუ­დე­ე­ბის“ მსგავ­სი ფორ­მაა ქარ­თუ­ლი დარ­ბა­ზის "ერდო", რო­მე­ლიც დე­და­ბოძთან ერ­თად ძვე­ლად სა­კულ­ტო ობი­ექ­ტი იყო. ერ­დო­დან ჩა­მო­სუ­ლი მზის სხი­ვი და­ცე­მუ­ლი დარ­ბა­ზის ერ­დოს გვირ­გვი­ნებ­ზე, ამა თუ იმ დროს და სე­ზონს აღ­ნიშ­ნავ­და.

ჯუთა, "ღა­ლან­გუ­რის“ ნიში და მზის ბუდე

jutamzisbude-1619610799.jpg

ხევ­სუ­რეთ­ში ჩა­წე­რი­ლია და კი­დევ ახ­სოვთ "ცის­კრის ვარ­სკვლა­ვის" მოძ­რა­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ხებ ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მე­ბი. იცოდ­ნენ "მოძ­რა­ვი მას­კვლავ­ნი“ და "უძ­რა­ვი მას­კვლავ­ნი“. ასე­ვეა, მთვა­რის ფა­ზე­ბის მი­მარ­თაც დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ამ­შე­ნებ­ლო და სა­მე­ურ­ნეო მუ­შა­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მნა­თობ­თა პე­რი­ო­დებ­ზე. მა­გა­ლი­თად, სავ­სე მთვა­რე­ო­ბას იცოდ­ნენ სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის "ბა­ნის და­გე­ბა“ - ამ დროს სა­ხუ­რა­ვი "წყალს არ უშ­ვებ­სო“. აგ­რეთ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, "წელ­წადს" (ახალ წელს) "ბე­დის კვე­რე­ბის“ შე­გო­რე­ბა სახ­ლის კა­რე­ბი­დან. სწო­რედ "ბე­დის კვე­რებ­ზე“ საჭ­ვრე­თი­ლით დაჭ­ვრე­თი­ლი ას­ტრა­ლუ­რი (ღვთა­ებ­რი­ვი) სიმ­ბო­ლო­ე­ბია სა­ინ­ტე­რე­სო... ძვე­ლი საჭ­ვრეთ­ლე­ბი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან (ბა­რი­სა­ხო), სა­ლო­ცა­ვის კარი და სარ­კმე­ლი ხში­რად იყო შემ­კუ­ლი ასე­თი სიმ­ბო­ლო­ე­ბით. "კარი" საკ­რა­ლუ­რია და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბაც ენი­ჭე­ბო­და..." - აღ­ნიშ­ნავს ნაშ­რომ­ში გი­გა­უ­რი. გამაგრძეთ კითხვა