როგორ აქცია ბიზნესად ოთხფეხა მეგობრებისთვის შეკერილი სამოსი და-ძმამ? | Allnews.Ge

როგორ აქცია ბიზნესად ოთხფეხა მეგობრებისთვის შეკერილი სამოსი და-ძმამ?

ჩვენ­ში დი­დია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც ოთხფე­ხა მე­გობ­რებს უვ­ლი­ან, მათ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად ზრუ­ნა­ვენ, ცივ ნი­ავს არ აკა­რე­ბენ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­მოს­საც კი სა­გან­გე­ბოდ ურ­ჩე­ვენ, თუმ­ცა ამის პა­რა­ე­ლუ­რად, სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც ძაღლზე ზრუნ­ვა შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, მო­ბეზ­რდეთ და სახ­ლი­და­ნაც გა­ა­აგ­დონ.

დი­ზა­ი­ნერ და-ძმას - თეკ­ლა და თე­მურ თვა­ლა­ვა­ძე­ებს 6 დე­კო­რა­ტი­ულ ოთხფე­ხა მე­გო­ბარ­ზე აქვთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი. მათ შო­რის არი­ან: მალ­ტე­ზე, ბი­ვე­რი­ორ­კი, მე­ტი­სი, პო­მე­რა­ლუ­რი შპი­ცი, იორკშირ ტე­რი­ე­რი... ჰოდა, რა დი­ზა­ი­ნე­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლე­ბი არ შე­ექ­მნათ და ცუ­გე­ბი ლა­მაზ ტან­საც­მელ­ში არ გა­მო­ე­წყოთ. ამან კი შემ­დგომ იმის­კე­ნაც უბიძ­გათ, რომ მათ ბრენ­დს "თემო ჩერი“ უკვე სხვა ძაღ­ლებ­ზეც ეზ­რუ­ნა და სა­მო­დე­ლო სახ­ლში ძაღ­ლე­ბის ხაზი "თეკ­ლას ფეთს“ შე­ექ­მნათ.

თეკ­ლა თვა­ლა­ვა­ძე:

- მე და ჩემს ძმას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ჩვე­ნი საქ­მე. ვმუ­შა­ობთ ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, ჩვენს შო­უ­რუმ­ში. თა­ვი­დან და­ვი­წყეთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­სით, კო­ლექ­ცი­ებს ადა­მი­ა­ნე­ბით­ვის ვკე­რავ­დით. ცხა­დია, ახ­ლაც ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვკე­რავთ საკ­მა­ოდ ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლე­ბით. კო­ლექ­ცი­ის შექ­მნის შემ­დეგ ქსო­ვი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი გვრჩე­ბო­და, სულ ვფიქ­რობ­დით იმა­ზე, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. ერთხე­ლაც, მორ­ჩე­ნი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის­გან ჩვენ ძაღ­ლებს სა­მო­სი შე­ვუ­კე­რეთ, რა­მაც მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამან კი იდეა მოგ­ვცა, ძაღ­ლე­ბის სა­მო­სის ხა­ზიც შეგ­ვექ­მნა.

176398377-477956473522001-3830879763411372422-n-55855-1619610415.jpg

ეს პამ­დე­მი­ამ­დე იყო, თუმ­ცა ამ კრი­ზი­სულ და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენს პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა უფრო გა­ი­ზარ­და. დღეს უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა ძაღ­ლის სა­მო­სით, ჩვენ მიერ შექ­მნი­ლი მო­დე­ლე­ბით და თა­ვი­ან­თი ოთ­ფე­ხე­ბის­თვის ტან­საც­მელს გვა­კე­რი­ნებს. ვკე­რავთ კა­ბებს, შარ­ვა­ლებს, შორ­ტებს, საწ­ვიმ­რებს, ქურ­თუ­კებს, ლა­ბა­დებს, მა­ი­სუ­რებს, პე­რან­გებს, ქუ­დებს. ჩვე­ნი მო­დე­ლე­ბი კი სა­კუ­თა­რი ოთხფე­ხა მგობ­რე­ბი არი­ან. მოკ­ლედ, ასე და­წყბუ­ლი საქ­მე ნელ-ნელა გა­ი­ზარ­და.

- და ასე აღ­მოჩ­ნდით აქ ძაღ­ლის სა­მო­სის პირ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თქვენს ბრენ­დს ეს ხა­ზიც და­ა­მა­ტეთ ისე, რო­გორც ეს მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ სა­მო­დე­ლო სახ­ლებს აქვთ...

- ასე გა­მო­ვი­და, რაც ძა­ლი­ან მოგ­ვწონს და რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ სი­ა­ომვნე­ბას გვა­ნი­ჭებს.

175035071-211846460342609-1943117645496798950-n-55868-1619610471.jpg

- ამ­დე­ნი ძაღ­ლი რა­ტომ გყავთ?

- ჯერ ერთი, ოჯახ­ში ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ამასთნა­ვე, 16 წლის წინ პირ­ვე­ლად გვა­ჩუ­ქეს ძაღ­ლი, შემ­დეგ კი­დევ გვა­ჩუ­ქეს, ერ­თმა­ნეთ­შიც შე­ვაჯ­ვა­რეთ და ასე დაგ­როვ­დნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად 8 გვყავ­და, მაგ­რამ 2 მოგ­ვიკ­ვდა.

- ძვი­რი ღირს თქვენ­თან ძაღ­ლის­თვის შე­კე­რი­ლი ტან­საც­მე­ლი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ქსოვ­ლებს ვი­ყე­ნებთ, ვცდი­ლობთ, ფასი არ იყოს მა­ღა­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლი იმის­თვი­საც არის კარ­გი, რომ სა­მო­სი რბი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს, რომ ად­ვი­ლად შე­ე­გუ­ონ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფასს, თვი­თონ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, გვი­თხრას, რა თან­ხის და­ხარ­ჯვას აპი­რებს. ქსო­ვი­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვადსხვა­ნა­ი­რია. ალ­ბათ სა­წყი­სი ფასი ასე 25 ლა­რი­და­ნაა. მა­გა­ლი­თად, "პალ­ტოს“ შა­ნე­ლის ქსო­ვი­ლით ვკე­რავთ და არის რამ­დე­ნი­მე მო­დე­ლი. ბევ­რი რამ შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ რთუ­ლი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია რა­ღცა­ე­ბი. რაც პა­ტა­რაა მო­დე­ლი, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა და ამ დროს ხა­რის­ხიც სა­ყუ­რა­დღე­ბო რამ არის...

175540626-486456639174423-6590429463703056855-n-55880-1619610504.jpg

- ადრე ჭირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ძაღ­ლე­ბის სა­მო­სის უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნა. ახლა ეს უკვე ად­ვი­ლია, მაგ­რამ უცხო­ურ პრო­დუქ­ცი­ას კონ­კუ­რენ­ცი­ას უკვე თქვე­ნი ნა­ხე­ლა­ვიც უწევს. კლი­ენ­ტი ბევ­რი გყავთ?

- კი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც ვკე­რავთ. პან­დე­მი­ი­სას დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით - მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვიგ­ზავ­ნი­და ძაღ­ლე­ბის ზო­მებს, არ­ჩევ­და მო­დელს, ქსო­ვილს, ზოგ­ჯერ თვი­თონ ვთავ­ზობთ და ასე­ვე ქსო­ვი­ლის ფე­რებს. თუ ზამ­თა­რია, კომ­ბე­ნი­ზო­ნია სა­ჭი­რო. ამ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას ერთი დღე სჭირ­დე­ბა. სა­ზა­ფხუ­ლო სა­მო­სის, მა­გა­ლი­თად, კა­ბას, მა­ი­სურს ნა­ხე­ვარ დღე­შიც ვკე­რავთ.

განაგრძეთ კითხვა