სიკვდილით დასჯის 6 მეთოდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოიყენება | Allnews.Ge

სიკვდილით დასჯის 6 მეთოდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოიყენება

მსოფლიოს 58 ქვეყნის კანონმდებლობა ჯერ კიდე ვაღიარებს სიკვდილით დასჯას. ესენი ძირითადად აფრიკის, აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებია. ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ბელორუსი ინახავს სიკვდილით დასჯას კანონის ფარგლებში, ამერიკის ქვეყნებიდან - მხოლოდ შეერთებული შტატები. წარმოგიდგენთ სიკვდილით დასჯის ხერხებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიყენება.

სასიკვდილო ინექცია ( აშშ, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი, ჩინეთი)

ეს მეთოდი ჯერ კიდევ 1977 წელს იქნა შემუშავებული და გულისხმობს ორგანიზმში შხამების ხსნარის შეყვანას, ამ დროს სიკვდილმისჯილი 5-18 წუთის განმავლობაში კვდება. სიკვდილმისჯილ პირს ათავსებენ სპეციალურ სავარძელზე, შემდეგ სხეულში შეჰყავთ ნატრიუმის თიოპენტალი, რომელიც მცირე დოზებით ანესთეზიისთვის გამოიყენება და შემდეგ უკეთებენ წამლებს, გულის გაჩერებას და სუნთქვის პარალიზებას იწვევს.

ქვებით ჩაქოლვა ( გამოიყენება არაბულ და აფრიკის ქვეყნებში)

არაბულ ქვეყნებში დღეს სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი იშვიათია, თუმცა წლების წინ ძალიან ხშირად ხდებოდა. 1989 წელს ექვსი ქვეყანის კანონმდებლობამ ქვით ჩაქოლვა შემოიღო, როგორც სასჯელის ფორმა. დღეს ეს სასტიკი ტრადიცია პრაქტიკულად არსად გამოიყენება, გარდა იმ ქვეყნებისა და ტერიტორიებისა, რომლებიც ტერორისტული ჯგუფების კონტროლს ექვემდებარება.

ელექტროსკამი (უნგრეთი და ამერიკის 5 შტატი: ალაბამა, ფლორიდა, სამხრეთ კაროლინა, ტენესი)

სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი ალბათ ყველაზე ცნობილია. სიკვდილმისჯილს სვამენ ელექტრო სკამზე, ქამრებით უკრავენ ხელ-ფეხს და თავს, შემდეგ რა ხდება კი იცით.

ჩაცხრილვა (მიღებულია 18 ქვეყანაში)

ჩაცხრილვა ითვლება აღსრულების ყველაზე გავრცელებულ მეთოდად, ის ხორციელდება ცეცხლსასროლი იარაღით 4-დან 12 გასროლის შედეგად. ჩინეთში მაგალითად სიკვდილმისჯილი მუხლებზე ზის და ელოდება სასჯელს. ცნობისთვის, ჩინეთში სიკვდილით დასჯა ხორციელდება კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართაც. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები მსოფლიოში, რომლებსაც დღესაც მიმართავენ

კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი და შემზარავი ექსპერიმენტები