რა საიდუმლოს ინახავს 12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები ევროპაში?– უძველესი გზა თურქეთიდან შოტლანდიამდე | Allnews.Ge

რა საიდუმლოს ინახავს 12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები ევროპაში?– უძველესი გზა თურქეთიდან შოტლანდიამდე

ევროპის მთელი ტერიტორია ათასწლოვანი გვირაბებით არის დასერილი, რომელიც ჩრდ. შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მიდის.

რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა. ერთი ვერსიით, გვირაბები ერთი პუნქტიდან მეორეში, უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შეიქმნა. იმ პერიოდში ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო და მიწისქვეშა გზა საუკეთესო საშუალება იყო მტაცებლებისგან თავის დასაცავად. ამას ისიც ემატებოდა, რომ ხშირი იყო კონფლიქტები და ომები. არსებობს ასევე აზრი, რომ გვირაბი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი არა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისთვის და საქონლის მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვის გაიყვანეს.

გერმანელი არქეოლოგი და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ჰენრიხ კუში (Heinrich Kusch) დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა გვირაბებს და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, წიგნი – «მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭეები» (გერმანულად: Tore zur Unterwelt) დაწერა. მასში ავტორი ამტკიცებს, რომ მსგავსი გვირაბები ევროპის ათობით დასახლების პუნქტთან არსებობდა და ფაქტიურად, ევრაზიის კონტინენტის დას. ნაწილი, ნეოლითის ხანაში, მთლიანად მიწისქვეშა გვირაბებით იყო დასერილი. ამ უზარმაზარ გვირაბებს, ხშირად, უძველეს «გზებსაც» უწოდებენ.

კუშის აზრით, ის ფაქტი, რომ ზოგი გვირაბი დღეს, 12 ათასი წლის შემდეგაც არსებობს, იმის მაჩვენებელია, რომ ეს ნაგებობები კაპიტალური, ურთულესი მიწისქვსშა კომუნიკაციების ნაწილებია.

«მთელს ევროპაში ათასობით ასეთი ნაგებობა იყო. ჩვენ გერმანიაში და ავსტრიაში ასობით მეტრის გვირაბი აღმოვაჩინეთ. მთელს ევროპაში ათასობით მსგავსი გვირაბი იყო — ჩრდ. შოტლანდიიდან – ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე და იმ დროს, როდესაც ზოგიერთი გვირაბი შედარებით მცირე ზომის, – 1 მ-ზე ცოტა მეტი სიგანისაა, სხვა ადგილებში საკმაოდ ფართოა. გარდა ამისა, არსებობს გვირაბთან მიერთებული იზოლირებული ოთახები და სათავსოები, რომლებიც სავარაუდოდ, თავდაცვის ან ბარგის შესანახი კამერების ფუნქციას ასრულებდა. ყველა გვირაბი ერთმანეთთან არ არის შეერთებული, მაგრამ ეს უდიდესი მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელია», — წერს გერმანელი არქეოლოგი.   მიწისქვეშა გვირაბების არსებობა იმის მტკიცებულებაა, რომ უძველეს დროში ადამიანები იმაზე მეტად განვითარებულ და დახვეწილ ტექნიკას და ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ვიდრე დღეს არის ჩვენთვის ცნობილი.

უძველეს დროში მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის კიდევ ერთი წარმოუდგენელი მაგალითი კაპადოკია (თურქეთი) და იქ მდებარე 8 იარუსიანი მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუა (თურ. Derinkuyu — «ღრმა ჭა»).

დერინკუიუს განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ქანები, რომელშიც ნაკვეთი ქალაქი მდებარეობს, ძალიან რბილია. ამიტომ, მისი მშენებლობისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ცუდად მოქნეული ჩაქუჩის გამო, შეიძლება მთელი ქალაქი ჩაშლილიყო. როგორც ჩანს, მისმა მშენებლებმა კარგად იცოდნენ ქანების თვისებები და შესაბამისი იარაღებიც ჰქონდათ, რადგან დანგრეული სათავსო და ნაშალი მასალა, ჯერ-ჯერობით, აღმოჩენილი არ არის.

დოქტორი კუშის თქმით, სამლოცველოებს, ხშირად, პირდაპირ გვირაბის შესასვლელებთან აშენებდნენ, რადგან კათოლიკურ ეკლესიას გვირაბების წარმართული მემკვიდრეობის ეშინოდა. და შესაძლებელია, ეკლესია უნდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ინფორმაცია მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ, საიდუმლოდ იქნებოდა დაცული, ისევე როგორც ბევრი სხვა რამე. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

კარსანი- იდუმალებით მოცული სოფელი საქართველოში, სადაც საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ

 

ეშერას ლაბორატორია - საიდუმლო ობიექტი აფხაზეთში, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება

 

«სიკვდილის ინდუსტრია» — რატომ ყიდულობდნენ მუმიებს ევროპელები შუა საუკუნეებში