რომელი ბოსტნეული უნდა დავთესოთ ერთად და რომელი - არა | Allnews.Ge

რომელი ბოსტნეული უნდა დავთესოთ ერთად და რომელი - არა

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არის ცნობილი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ ბოსტნეულს რომელთან დათესავ, მეზობელმა მცენარემ შესაძლოა მეზობლის მოსავალი ერთიორად გაზარდოს ან პირიქით, სულ გაანადგუროს.

მცენარეებს, რომლებიც ერთმანეთს კარგად ეგუებიან და ერთმანეთზე დადებით გავლენას ახდენენ, კომპანიონი მცენარეები ეწოდებათ. მაგალითად, პომიდორს სტაფილოს გვერდით ყოფნა უყვარს, ასევე რეჰანთან და კამასთან, აი, კარტოფილთან სიახლოვე კი არ სიამოვნებს.

რეჰანის მძაფრი სუნი აფრთხობს მავნე მწერებს და არ აკარებს მათ პომიდორს, კამა    და ოხრახუში კი იმ მწერებს იზიდავს, რომელიც პომიდორს მავნე ნივთიერებებისგან ათავისუფლებს.

კარტოფილი და პომიდორო მსგავსი ტიპის ბოსტნეულია, მათზე ერთი და იგივე რამ მოქმედებს დამღუპველად, ამიტომ ისინი ერთმანეთს ვერაფერს შველიან და მათი ერთად ყოფნა არ არის გამართლებული.

კომპანიონი მცენარეები

კიტრი კარგად ემეგობრება ბოლოკს, ბარდას, სალათის ფურცელს, პომიდორსა და სიმინდს.

ვერ ეგუება პიტნასა და კამას.

პომიდორი

ემეგობრება ნიორს, რეჰანს, ოხრახუშს, სტაფილოს, კომბოსტოს.

ვერ ეგუება კარტოფილს.

წიწაკა

ეგუება ხახვს, სტაფილოს, რეჰანს.

ვერ ეგუება ლობიოს.

ბადრიჯანი

ეგუება ბარდას, ლობიოს, სალათის ფურცელს, რეჰანს.

ვერ ეგუება კარტოფილსა და პომიდორს.

ბარდა

ეგუება სტაფილოს, სიმინდს, ისპანახს, რეჰანს, ბადრიჯანს, პომიდორს.

ვერ ეგუება ხახვსა და ნიორს.

ყაბაყი

ეგუება ლობიოს, პიტნას, ბოლოკსა და სიმიდნს.

ვერ ეგუება კარტოფილს.

კომბოსტო

ეგუება ლობიოს, ჭარხალს, ნიახურს, კამას, გვირილას, ხახვს, პიტნას, დაფნას, კარტოფილს.

ვერ ეგუება მარწყვსა და პომიდორს.

კარტოფილი

ეგუება ლობიოს, კომბოსტოს, სიმინდს, ხახვს, სალათის ფურცელს.

ვერ ეგუება პომიდორს, კიტრსა და გოგრას.

განაგრძეთ კითხვა