რას იხსენებენ კომიდან გამოსული ადამიანები - "როცა მამა 8 კვირის შემდეგ გამოფხიზლდა, აღმოვაჩინეთ, რომ თვალის ფერი შეეცვალა" | Allnews.Ge

რას იხსენებენ კომიდან გამოსული ადამიანები - "როცა მამა 8 კვირის შემდეგ გამოფხიზლდა, აღმოვაჩინეთ, რომ თვალის ფერი შეეცვალა"

კომა ეს არის მძიმე, ხშირად სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, რა დროსაც ორგანიზმის რეაქცია მკვეთრად შესუსტებებულია ან სრულიად დაკარგული.

როგორც წესი, კომიდან გამოსული ადამიანები უცნაურ და საშიშ ამბებს ჰყვებიან. ზოგიერთი მათგანი იხსენებს, თუ როგორ შეხვდა გარდაცვლილ ნათესავს, ზოგი ყვება, რომ ბნელ, ან ნათელ ადგილას მოხვდა. საოცარი ის არის, რომ კომაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი ვერ იგებს რა ხდება გარშემო, რეალურ ცხოვრებაში.

გაგაცნობთ ნამდვილ ისტორიებს, რომლებიც კომიდან გამოსულმა ადამიანებმა ახლობლებს უამბეს:

1. "4 დღის განმავლობაში კომაში ვიყავი. როცა გავიღვიძე ყველა საუბრობდა პატარა ბიჭზე, მე არაფერი მახსოვდა, მეხსიერება დავკარგე. შემდეგ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ბავშვი დავკარგე" - პენი კანდიფი.

2. "ავტოავარიის შემდეგ ჩემი ქმარი ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო, როდესაც გაიღვიძა, თქვა რომ სამსახურში აგვიანდებოდა, იქცეოდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და ვერაფრით ვაჯერებდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო. როგორ, მე ხომ გუშინ სამსახურში ვიყავი? - გვეკითხებოდა გაკვირვებული" - ლილი სტივსი.

3. "ერთი კვირის განმავლობაში კომაში ვიყავი. როდესაც სახლში დავბრუნდი და ჩემი სამოსი ვნახე, ყველაფერი უცხოდ გამოიყურებოდა. თითქოს ჩემი სამოსი არ იყო. მაინტერესებდა, საიდან გაჩნდა ეს ტანსაცმელი ჩემს გარდერობში" - სტივენ კენტერი.

4. "ერთი თვის განმავლობაში ვიყავი კომაში. როდესაც გავიღვიძე, მითხრეს, რომ თამბაქოს მოხმარების გამო გულის შეტევა მქონია. წარმოუდგენლად და დაუჯერებლად მომეჩვენა ეს, ვერ ვიჯერებდი, თუ ოდესმე თამბაქოს მომხმარებელი ვიყავი. მსგავსი არაფერი მახსოვს. ახლა თამბაქოს მიმართ საშინელი აუტანლობა მაქვს" - ბენჯი ჯონსონი.

5. "ჩემი მეგობარი ექვსი თვის განმავლობაში იყო კომაში. როდესაც გამოფხიზლდა და თავის ცოლს შეხედა, იკითხა: "რატომ არის ასეთი დაბერებული?" ბოლო 15 წლის მეხსიერება დაკარგული ჰქონდა და ცოლიც ახალგაზრდა ახსოვდა... ახსოვდა მხოლოდ ორი შვილი, მესამე - არა. მას მეხსიერება არ დაუბრუნდა. უბრალოდ გააცნობიერა, რომ რაღაცები დაავიწყდა" - გოლდი ბეკერი.

6. "მამაჩემი კომაში იყო რვა კვირის განმავლობაში და როდესაც გამოფხიზლდა და თვალი გაახილა, აღმოვაჩინეთ, რომ მისი თვალის ფერი შეიცვალა. შავი თვალები ჰქონდა, კომიდან გამოსვლის შემდეგ კი, ცისფერი" - სტივ ჰარი.

7. "ჩემი ბრიტანელი შეყვარებული ექვსი თვის განმავლობაში კომაში იყო. როდესაც გამოფხიზლდა, შოტლანდიური აქცენტი ჰქონდა. ვერავინ მიხვდა ეს როგორ მოხდა. შემდეგ გაიხსენეს, რომ ბებიის ბებია შოტლადიელი იყო და ჩათვალეს, რომ ყოველივე ამას უკავშირდებოდა" - ელა პრისლი

განაგრძეთ კითხვა