ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა | Allnews.Ge

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

მსოფლიოში აქამდე სულ 65 ქალი ასტრონავტი იყო. 27 წლის ნორა ალ მატრუში გაერთიანებული არაბთა საამიროებიდან კი, საერთო ჯამში, გახდა 66-ე და პირველი არაბი ქალი ასტრონავტი.

შეიხმა მუჰამედ ბინ რაშინ ალ მაკტუმმა "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ემირატებს ორი ახალი ასტრონავტი ჰყავს - ალ მატროში და მუჰამედ ალ მულა. ეს ორი შეუერთდება აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს, NASA-ს და მის ახალ მისიებში ჩაერთვებიან.

"ჩემმა ქვეყანამ დაუვიწყარი მომენტი მაჩუქა. ჩემი მიზანია, ძალიან ბევრი ვიმუშაო იმისთვის, რომ ისტორია დავწერო, რომელიც დაუვიწყარი იქნება და სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, - დაწერა სოციალურ ქსელში ალ მატრუშიმ.

 

ვნახოთ 8 მნიშვნელოვანი ფაქტი პირველი არაბი ქალი ასტრონავტის შესახებ:

1. ალ მატრუში 1993 წელს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, შარჯაში დაიბადა. მან 2015 წელს გაერთიანებული არაბთა საემიროების უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში.

2. ის აირჩიეს 4000-ზე მეტი კანდიდატიდან, რათა ჩაერთოს მომავალში კოსმოსურ მისიებში.

3. მატრუში არის მექანიკური ინჟინერიის ამერიკული საზოგადოების წევრი და ამჟამად მუშაობს კომპანია National Petroleum Construction-ში.

4. ალ მატრუში მართავდა პროექტებს აბუ დაბის ეროვნულ ნავთობ კომპანიაში.

5. მას აქვს დიდი წარმატებები მათემატიკასა და ინჟინერიაში. 2011 წლის მათემატიკურ ოლიმპიადაში გაერთიანებული არაბთა საემიროების მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა.

6. მისი მიღწევების ვრცელ ჩამონათვალს 2013 წელს ისიც დაემატა, რომ სამხრეთ კორეაში ახალგაზრდული ელჩების პროგრამაში აირჩიეს.

7. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ არაბთა საემიროებში მკვეთრად გამოხატული პატრიარქალური საზოგადოებაა, ალ მატრუშმა შეძლო და 2018, ასევე 2019 წლებში გაეროს საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე სწორედ მან წარადგინა ქვეყანა.

8. კოსმოსური სივრცე პატარაობიდანვე იტაცებდა და ბავშვობიდანვე ყოველთვის ესწრებოდა იმ ღონისძიებებსა, თუ გაკვეთილებს, რომელიც აღნიშულ თემას ეთმობოდა.