10 შეცდომა, რომლებსაც პასკის გამოცხობისას დიასახლისების ნახევარი უშვებს | Allnews.Ge

10 შეცდომა, რომლებსაც პასკის გამოცხობისას დიასახლისების ნახევარი უშვებს

სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია გემრიელი პასკის, ხატის პურის, კულიჩის გარეშე. თუკი პასკის გამოცხობას აპირებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი და რაც მთავარია, არ დაუშვათ ეს 10 შეცდომა.

  1. ფქვილის გაუცრელად დამატება

სანამ ცომის მზადებას შეუდგებით, აუცილებლად გაცერით ფქვილი - ასე მას ჰაერი შეერევა და ცომიც ფაფუკი იქნება.

  1. ფქვილის დამატება ან დაკლება

კულიჩის ცომს არ უყვარს ზედმეტი ფქვილი, თორემ ძალიან მაგარი გამოგივათ. თუმცა არც ფქვილის დაკლება შეიძლება უფორმო მასა რომ არ მიიღოთ. ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი და მიიღოთ ჰაეროვანი ცომი, რომელიც ხელზე არ ეკრობა.

  1. ნაკლები ზელვა

ჩვეულებრივი ფუნთუშებისგან განსხვავებით, კულიჩის ცომს ძალიან დიდხანს ზელა სჭირდება, საერთო ჯამში მის მოზელაზე 30 წუთი მაინც უნდა წავიდეს.

  1. ასაფუებლად დროის დაზოგვა

ცომი კულიჩისთვის მინიმუმ 3-ჯერ უნდა ამოვიდეს: პირველად საფუარიანი მასა ამოდის, შემდეგ მოზელილი ცომი, ბოლოს კი - ფორმებში მოთავსებული კულიჩები.

  1. ცომისთვის შეუფერებელი ტემპერატურა

მოარიდეთ ცომი ორპირს და ზედმეტ ტენიანობას. იდეალურია თუ ცომი ამოვა მშრალ, თბილ ადგილას, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 30 გრადუსია.

  1. გამოცხობისას ღუმელი კარგად უნდა იყოს გაცხელებული (მინიმუმ 200 გრადუსი). იმისათვის, რომ კულიჩებს ძირები არ დაეწვას, გამოცდილი დიასახლისები ღუმლის ქვედა თაროზე ცეცხლგამძლე ჭურჭლით წყალს ათავსებენ. ხოლო თუ კულიჩს თავი მალევე მოებრაწა, ფოლგას აფარებენ.
  2. ფორმები შეავსეთ ცომით ნახევარზე, გამოსაცხობად კი შედგით, როცა ცომი 3/4-ზე ამოვა.
  3. 1 კგ-ზე ნაკლები მასის კულიჩი ცხვება 30 წთ; 1 კგ-იანი - 45 წთ; 1, 5 კგ-იანი - 1 სთ, ხოლო 2 კგ-იანი - 1, 5 სთ.
  4. კულიჩის მზაობის შემოწმება ხის ჩხირის ჩარჭობით შეიძლება: თუ სველი ამოვიდა, ცოტა ხანს კიდევ დააცადეთ, თუ მშრალია - ესე იგი მზადაა.
  5. გამომცხვარი კულიჩები ოდნავ გააგრილეთ. შემდეგ კი ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან. თუ კულიჩები მაღალია, მაშინ მშრალ ტილოზე გვერდულად გადააწვინეთ, რათა არ ჩავარდეს.