ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები) | Allnews.Ge

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯარედ ლეტო რომ გარდასახვების დიდოსტატია, ეს მისმა თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, თუმცა გარდასახვა, რომელსაც მსახიობი ახალ ფილმში House of Gucci გვთავაზობს, მართლაც დაუჯერებელი და მოულოდნელია.

ჯარედ ლეტოს ამოცნობა გმირში, რომელსაც ასახიერებს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ოსკაროსანი მსახიობი აღნიშნულ ფილმში პაოლო გუჩის როლს ასრულებს. ფილმის გადაღებები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს, ფოტოები კი უკვე გავრცელდა გადასაღები მოედნიდან.

House of Gucci-ს რეჟისორი რიდლი სკოტია. ბიოგრაფიული კინოსურათის სცენარს საფუძვლად უდევს 2001 წელს გამოცემული წიგნი The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed, რომლის ავტორიც სარა ფორდენია. ფილმში მონაწილეობენ ლედი გაგა, ადამ დრაივერი, ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო, სელმა ჰაიკეკი, ჯერემი აირონსი და სხვა ვარსკვლავები.

ამ დროისთვის კინოსურათის გამოსვლის თარიღად 2021 წლის 21 ნოემბერი სახელდება.