როგორ შექმნეს ბავშვობის მეგობრებმა ვეგანური კორპორაცია Sakara Life, რომლის წლიური შემოსავალი 150 მილიონ დოლარს აღემატება | Allnews.Ge

როგორ შექმნეს ბავშვობის მეგობრებმა ვეგანური კორპორაცია Sakara Life, რომლის წლიური შემოსავალი 150 მილიონ დოლარს აღემატება

დენიელ დუბუაზა და უიტნი ტინგლი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. მეგობრებმა, რომლებმაც ერთმანეთი არიზონას შტატში, მათემატიკის სკოლაში, მეშვიდე კლასში გაიცნეს, მოგვიანებით ნიუ – იორკში, 46 კვადრატულ მეტრიანი ბინის სამზარეულოში, 700 დოლარად ორგანული ვეგანური საკვების მიწოდების კომპანია - Sakara Life დააარსეს. ახლა მისი წლიური შემოსავალი 150 მილიონი დოლარია.

ახალაზრდა დედებმა მნიშვნელოვან ზრდას მიაღწიეს. მათ 4.8 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვეს, შემდეგ კი დამატებით 15 მილიონით დაფინანსდნენ.

”ჩვენი პროდუქტი არ არის იმაზე, თუ როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.” - ამბობს 34 წლის დუბუზა.

Sakara Life დღეს ფლობს სამზარეულოებს ლონგ აილენდში, ნიუ - იორკსა და კალიფორნიაში, სადაც მათი მომხმარებლების დიდი ნაწილია კონცენტრირებული. კომპანია ამზადებს ვეგანურ კერძებს. სამზარეულოში 200 - ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც სპეციალურ აღჭურვილობას იყენებენ. სწორედ ამ თანამედროვე მიდგომების საშუალებით, საათში 3,600 კგ საკვებს ამუშავებენ, ავსებენ 2 000 ჭიქას წვნიანით და აცხობენ 4500 მაფინს. ბონუსად კი აცხობენ 15 ფენიან ლაზანიას და უნაკლო ვეგანურ ბურგერებს. Sakara-ს კურიერები მომხმარებლებს მზა კერძებს კვირაში ორჯერ აწვდიან.

“ახალი საკვები და პროდუქტების მიწოდება სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც 2017 წლის 4,7 მილიარდი დოლარიდან 2022 წლისთვის 11 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება“, - ამბობენ ექსპერტები.

ტენდეცია გაამძაფრა იმ ფაქტმაც, რომ პანდემიის დროს ადამიანები ძირითადად დროს სახლებში ატარებდნენ.

”Sakara Life კარგად გრძნობს თავს ვეგანურ და სუფთა ეტიკეტის მქონე პროდუქტებში (სუფთა ეტიკეტი აქვს პროდუქტს, როლიც დამზადებულია მთლიანად ბუნებრივი პროდუქტებით, არ გააჩნია კონსერვანტები და დანამატები) ველოდებით, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება მცენარეული საკვებით“, - ამბობს ანალიტიკოსი კარა რაში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში შეკვეთების რაოდენობა 60%–ით გაიზარდა. მეგობრები ორიგინალური იდეის შენარჩუნებისთვის ბევრს მუშაობდნენ. მათ არ მიიღეს მონაწილეობა ასობით მილიონი დოლარის დაფინანსების პროგრამებში და წილის დიდი ნაწილი თავად შეინარჩუნეს, რამაც სტაბილური ზრდა უნდა გამოიწვიოს.

დუბუაზა და უიტნი თვლიან, რომ მათი კომპანია მზა საკვების მწარმოებლებისგან ძალიან განსხვავდება, რადგან ამ შემთხვევაში მათი მომსახურება უფრო დიეტურ რეჟიმებს ჰგავს, რომლებიც შემუშავებულია დიეტოლოგების და შეფების მიერ. “საქარას“ მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ სამჯერადი კვება დღეში, კვირაში ხუთი დღე. თითოეული კვება სტანდარტული იქნება ყველასთვის, ყველგან. მაგალითად, დღევანდელ მენიუში, საუზმეზე შეიძლება იყოს კენკრის ფუნთუშეული ვაშლის კარაქით, ვეგანური ბურგერი ქოქოსის ბეკონით, ჩილი და კეშიუ კრემი ლანჩზე და ბოლოს ეთიოპიური ოსპი, ბადრიჯანი და ინჟერა სადილად.

”როდესაც მცენარეების პოტენციალი აღმოვაჩინეთ, მან მთლიანად გარდაქმნა ჩვენი სხეულები, სიცოცხლე და მოგვცა ახალი მიზანი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ”, - ამბობს 32 წლის თინგლი. განაგრძეთ კითხვა