კვერცხების ჩალაგება მაცივრის კარში არ შეიძლება! - წაიკითხეთ მიზეზი | Allnews.Ge

კვერცხების ჩალაგება მაცივრის კარში არ შეიძლება! - წაიკითხეთ მიზეზი

მაცივრის კარზე არასოდეს არ არის ის სტაბილური დაბალი ტემპერატურა, რაც აუცილებელია საკვები პროდუქტის ხანგრძლივად შენახისთვის. მაცივრის კარები ხშირად იღება, რის გამოც მასზე ტემპერატურა რეგულარულად მერყეობს. ამას კი კვერცხების ადრეული გაფუჭება მოჰყვება შედეგად- ამტკიცებენ ექსპერტები.

შენახვის პირობებზე და შემდეგ კი დამზადების ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული შემდგომი მოწამვლის რისკი, მაგალითად, სალმონელით. თუმცაღა, იგივე სალმონელა, მაცივარში მართალია არ მრავლდება, მაგრამ არც კვდება.

კვერცხების შენახვისთვის იდეალური ადგილი მაცივარში არის თარო, სასურველია უკანა კედელთან ახლოს.

ექსპერტები ასევე გვირჩევენ - კვერცხები მაცივარში შენახვამდე აუცილებლად გაირეცხოს. ეს განპირობბულია იმით, რომ სალმონელა მდებარეობს არა კვერცხის შიგნით, არამედ კვერცხლის ნაჭუჭზე გარედან. თუ კვერცხი დიდხანს ინახება გაურეცხავი, მაშინ ბაქტერია აღწევს კვერცხის შიგნით ნაჭუჭის ფოროვან სტრუქტურაში გავლით. თვითონ სალმონელა კი კვერცხზე ხვდება ფრინველის სკინტლიდან -სწორედ სკინტლში შეიძლება გამრავლდეს უამრავი ბაქტერია, რომელიც შემდგომში აავადებს კვერცხს. მეტიც, თუ კვერცხზე სალმონელა აღმოჩნდება, შესაძლებელია დაავადება მაცივარში სხვა პროდუქტებზეც კი გადავიდეს.