ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებსაც ბაღში მუშაობა უყვართ
ამჯერად გაგაცნობთ ვარსკვლავებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ თავისუფალი დროის საკუთარ ბაღში გატარება და ბოსტნეულისა და ყვავილების მოვლა.
გეთანხმებით, მდიდარ და ცნობილ ვარსკვლავებს არაფერი სჭირთ საიმისო, რომ ბოსტნეული საკუთარ ბაღში მოიყვანონ, მაგრამ მებაღეობა, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ტრენდულია, სასიამოვნო პროცესიც არის და ბოლო დროს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და საუკეთესო რელაქსია. ასე რომ, ცნობილმა და მდიდარმა ვარსკვლავებმაც შეიქციეს თავი მებაღეობით და მოდით ვნახოთ, ვინ არიან ისინი.
ცნობილი სუპერმოდელი, ულამაზესი სინდი კროუფორდი საკუთარ ბაღში, სამუშაო ფორმაშიც შესანიშნვად გამოიყურება.
რიზ უიზერსპუნი ცხოვრების ჯანსაღი წესის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მუყვარულია და თავს არ ზოგავს საკუთარ ბაღში მუშაობაში, შედეგი სახეზეა. მსგავსი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მირთმევას მართლაც არაფერი სჯობს.
ფინქი ხუთი წელი ცდილობდა საკუთარ ბაღში პომიდორის გახარებას და როგორც იქნა, შედეგი სახეზეა. 2 შვილთან ერთად ბოსტნეულის მოვლა მისთვის დასვენების და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
მილა იოვოვიჩი კი საკუთარი ყვავილებით იწონებს თავს. მსახიობი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავს უნედნიერესად გრძნობს, როდესაც მის ყვავილებს ფუტკრები დასტრიალებენ თავს. ყვავილები წელს გაახარა, გასულ წელს კი ინსტაგრამზე ყაბაყებითა და სტაფილოთი იწონებდა თავს.
ჯულია რობერტსიც დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანს უნდა ჯანმრთელი შთამომავლები ყავდეს მხოლოდ ეკოლოგიურად სიფთა პროდუქტი უნდა მიირთვას და მიართვას შვილებსაც, ამიტომ მალიბუში საოცარი ბაღი გააკეთა და მაქსიმალურად ცდილობს მას თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოს.
გვინეტ პელტროუც აქტიურად უწევს პროპაგანდას ცხოვრების მწვანე წესს. მას საკუთარი ვებგვერდიც აქვს, სადაც მკითხველებს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე საინტერესო რჩევებით ანებივრებს.