7 საიდუმლო, რომლებსაც დოლარის თითოეული კუპიურა ინახავს- იხილეთ შეთქმულების თეორიები | Allnews.Ge

7 საიდუმლო, რომლებსაც დოლარის თითოეული კუპიურა ინახავს- იხილეთ შეთქმულების თეორიები

1862 წელს პირველი დოლარის გამოშვების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ვალუტა ყოველთვის უჩვეულო აურით იყო გარშემორტყმული. დოლარი საინტერესო ისტორიით გამოირჩევა და ბევრ საიდუმლოს ინახავს. მართალია ხანდახან დოლარის ირგვლივ აგორებული ინტრიგები შეთქმულების თეორიასა და ნაბოდვარს უფრო ჰგავს, მაგრამ, რამდენიმე მათგანი მაინც იმსახურებს ყურადღებას:

1. მასონური სიმბოლოები

არსებობს ვერსია, რომ მასონებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დოლარის დიზაინში და ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებაშიც კი. ე.წ. "ყოვლისმთქმელი თვალი", რომელიც მდებარეობს დოლარის მარცხენა მხარეს ემბლემაში პირამიდის ზემოთ, ხშირად მასონურ სიმბოლოდ გამოიყენება. ამას გარდა, მასონთა ლოჟას ეკუთვნოდა ბენჯამინ ფრანკლინი, ბანკნოტების დიზაინის კომიტეტის წევრი.

ამასთან, ეს სიმბოლო სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა (გაიხსენეთ ძველი ეგვიპტის ჰორიუსის თვალი) და მასონებმა მისი გამოყენება დოლარის დიზაინის შექმნის შემდეგ დაიწყეს.

2. რიცხვი 13

13 დოლარის კუპიურაში არაერთხელ ჩანს. პირამიდას აქვს 13 საფეხური; არწივზე არის 13 ვარსკვლავი; ფარზე 13 ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზოლია; ფრაზები "Annuit Coeptis" და "E Pluribus Unum" შეიცავს თითოეული 13 ასოს; ზეთისხილის ტოტზე არწივის მარცხენა თათში 13 ფოთოლი და 13 კენკრაა, ხოლო მარჯვენა თათში 13 ისარი უჭირავს. დამთხვევა? როგორც მოგეხსენებათ, მრავალი ცრურწმენა ასოცირდება 13 რიცხვთან და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ის ცუდ ნიშნად ითვლება. ასევე, 13 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანობაში (საიდუმლო სერობაზე იყო 13 მონაწილე, წმიდა ანტონი პადუელის დღესასწაული 13 ივნისსაა და 13 კვირის განმავლობაში აღინიშნება), იუდაიზმში (13 წლის ასაკში, ებრაელები გადიან მიცვას ინიცირების ცერემონიალს, ხოლო ებრაული რწმენა ემყარება 13 პრინციპს) და ისლამში (ალი, მუჰამედის ბიძაშვილი, 13-ში დაიბადა).

აშშ-ს კუპიურაზე რიცხვი 13-ის გამოჩენა უფრო მარტიუვადაც შეიძლება აიხსნას. 1776 წელს სწორედ 13-მა კოლონიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და ამერიკის შეერთებული შტატებიც მათ ჩამოაყალიბეს.

3. კავშირი ილუმინატებთან?

ისევე როგორც მასონებს, ილუმინატებსაც მიაწერენ აშშ-ს დაარსების ისტორიას. “ყოვლისმთქმელი თვალიც" ასევე განიხილება ილუმინატების სიმბოლოდ. ბევრი ასევე ამტკიცებს, რომ პირამიდა დოლარზე განასახიერებს ძალაუფლების იერარქიას (პირამიდების ხშირი გამოყენება ფინანსური ინსტიტუტებისა და კორპორაციების ლოგოებზე ასევე მიჩნეულია როგორც "მტკიცებულება"). რა თქმა უნდა, ამ თეორიის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ილუმინატებს რაიმე კავშირი ჰქონოდა დოლარის დიზაინის შემუშავებასთან.

4. ჯვარი

თუკი კუპიურას უკან მხრიდან შეხედავთ ზედა კუთხეებთან, დაინახავთ უცნაური ფორმის ჯვარს, ან წისქვილს. ბევრს სჯერა, რომ ეს არის ე.წ. მალტის ჯვარი, რაც ფარულად მიანიშნებს მალტელთა ცნობილ რაინდულ ორდენზე. შუა საუკუნეებში დაარსდა, სავარაუდოდ კვლავ განაგრძობს თავის საქმიანობას. 1798 წელს ნაპოლეონმა რაინდების ციხესიმაგრის უმეტესი ნაწილი შტურმით აიღო, რის გამოც ბევრი მათგანი ამერიკაში გადაიხიზნა. არის შანსები, რომ თავიანთი სიმბოლო კუპიურაზე დამალეს?

5. 11 სექტემბრის მსხვერპლი ტყუპი კოშკები

განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ

შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს

10 საინტერესო ფაქტი ფულის შესახებ