სავაჭრო ცენტრი, კანალიზაცია, ვაქცინაცია- ძველი რომაელების 15 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ | Allnews.Ge

სავაჭრო ცენტრი, კანალიზაცია, ვაქცინაცია- ძველი რომაელების 15 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

რომის იმპერიის დაარსების თარიღად ძვ. წ. 27 წელი ითვლება, როდესაც ოქტავიანე ავგუსტუსი იმპერატორი გახდა, ხოლო რომი, შესაბამისად იმპერიად გადაიქცა. დღეს ბევრს კამათობენ ევროპის რომაულ პერიოდზე, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ის ძვ. წ. აღრ. 750 წ-ს დაიწყო და ახ. წ. აღრ. V საუკუნის 70-იან წლებამდე გრძელდა. ეს კი, დაახლოებით 1200 წელია, რაც კაცობრიობის ისტორიაში, ძალიან შთამბეჭდავი ხანგრძლივობის პერიოდია.   ასე, რომ, გასაკვირი არ არის, რომ რომაელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე და ზოგიერთი რამ, იმ ეპოქიდან დღემდე აქტუალურია:

მრავალსართულიანი სახლები

ძველი რომი მანჰეტენზე მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ნიუ-იორკის ამ რაიონში 1, 6 მლნ-ზე მეტი კაცი ცხოვრობს და 1 კმ²-ზე სიმჭიდროვე, დაახლოებით, 27846 -ს ტოლია, რაც აშშ-ს მასტაბით ყველაზე მაღალია. თუმცა, ამ მაჩვენებლით, მანჰეტენს, ძველ რომამდე, ბევრი უკლია – ექსპერტების შეფასებით, ავრელიანეს კედელით შემოფარგლულ ტერიტორიაზე, 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო სიმჭიდროვე, 1 კმ²-ზე — 72150 ადამიანი იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ძველი რომაელები, პირველები იყვნენ, რომლებიც მრავალბინიან სახლებში ცხოვრობდნენ.

აკვედუქტები

ძვ. წ. აღრ. I საუკუნისთვის რომაელები აქტიურად იყენებდნენ წყლის ენერგიას — აკვადუკები და წყლის უზარმაზარი ბორბლები, ხშირად გამოიყენებოდა წისქვილის ქვების მოძრაობაში მოსაყვანად. რომის დაცემის შემდეგ, წყლის ენერგიის გამოყენების ცოდნის დიდი ნაწილი დაიკარგა. თუმცა, ჰიდროტექნოლოგია დარჩა და ის ჰიდროენერგეტიკად გარდაიქმნა, რომელზეც დღეს, მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 16, 4 % და აღდგენადი ენერგიის 71 % მოდის.

პარტიული სენატი თავდაპირველად სენატს მხოლოდ დამკვვირვებლის სტატუსი ჰქონდა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს (არჩევნები, სასამართლო გარჩევები, კანონის აღსრულება და ა. შ) აკვირდებოდა. მაგრამ, ძვ. წ. აღრ. 146 წ. კართაგენის დამარცხების შემდეგ, სენატი ვიწრო კონსერვატულ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც საშინაო და საგარეო პროცესებს აკონტროლებდა. სენატორები თვლიდნენ, რომ ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რაც რესპუბლიკისთვის იყო სასარგებლო და კომპრომისზე არასდროს მიდიოდნენ.

სავაჭრო ცენტრი

პირველი სავაჭრო ცენტრი, კაცობრიობის ისტორიაში, I საუკუნეში შეიქმნა. ის 150-მდე კერძო მაღაზიას და ოფისს აერთიანებდა და იმპერატორი მარკუს ულპიუს ტრაიანეს საპატივცემულოდ, ტრაიანეს ცენტრის სახელით იყო ცნობილი.

კანალიზაცია

რა თქმა უნდა, ასეთ რამეს, ადრე, თუ გვიან, მაინც მოიგონებდნენ. თუმცა, იმისთვის, რომ დღეს საკანალიზაციო სისტემა არსებობს, ძველი რომაელი ინჟინრების მადლიერები უნდა ვიყოთ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ის სრულყოფილი ნამდვილად არ ყოფილა: მაგ., საპირფარეშო, ჩვეულებრივ, სამზარეულოში იყო. ხოლო, კედლებიდან გამოშვერილი ტყვიის მილებით, მოწამვლის შემთხვევებიც ხშირი იყო. და მაინც, რომაელები პირველები იყვნენ, ვინც სახლებში საკანალიზაციო მილები შეიყვანეს, რომლებიც პირდაპირი დანიშნულების გარდა, ცხელ სეზონებზე, წყლის ცირკულირებით, ოთახების გასაგრილებლადაც გამოიყენებოდა.

სტადიონები  დღეს სტადიონები და სპორტული არენები ისევეა მოწყობილი, როგორც ძველ რომში იყო და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რომაული სტადიონები, დიზაინით, ძველბერძნული ამფითეატრებისგან განსხვავდებოდა.

გზები

რომაელები ძალიან მოხერხებული და კარგი მშენებლები იყვნენ და არა მარტო არქიტექტორული მიგნებების, არამედ სამშენებლო მასალების გამოგონების თვალსაზრისითაც. მასალებს შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბეტონი, რომლის რეცეპტი, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ მსკიცე სამშენებლო მასალები არსებობს, როგორც ექსმერტები ამბობენ, რომის ბეტონი მაინც შეუდარებელი იყო, — ვულკანური ფერფლით შექმნილი ბეტონი, წარმოუდგენლად მტკიცე და ნეიტრალური იყო სხვა ნივთიერებებისადმი და ამინდისა, თუ ბუნებრივი ეროზიებისადმი, დიდი სიმდგრადით გამოირჩეოდა.

სავეტერანო შეღავათები ისევე როგორც ჩვენს დროში, რომაელ ლეგიონერებსაც, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, პენსია და დამატებითი შეღავათები ენიშნებოდათ. კანონის სახე ამ სისტემამ იულიუს კეისრის მმართველობის დროს მიიღო. მან პირველმა შექმნა საპენსიო სისტემა, რომლის მიხედვით, ვეტერანებს, რომლებმაც, მინიმუმ 20 წელი იმსახურეს ჯარში, ჯარისკაცის ხელფასის 13-ჯერ გაზრდილი პენსია ენიშნებოდათ.

რბოლა

დიდი ხნით ადრე, ვიდრე ფეხბურთი პოპულარული სპორტი გახდებოდა და ფანატებით სტადიონები გადაიჭედებოდა, რომაელები საბრძოლო ეტლებით რბოლის სანახავად, 250 000 ადგილიან სტადიონებს ავსებდნენ. ზიგიერთი ათლეტი კი, თანამედროვე ფეხბურთელებზე არანაკლებ ცნობილი და მდიდარი იყო. მაგ., გაი აპულეა დიოკლამ, თავისი 24 წლიანი სპორტული კარიერის მანძილზე, 35 863 120 სესტერცი (15 მლრდ. აშშ დოლარი, 2010 წ. კურსით) გამოიმუშავა.

ვაქცინაცია

ძველ რომში შხამით უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა, ვიდრე დღეს გრიპით. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ რომის იმპერატორის საფრთხისგან დასაცავად, აცრა გამოიგონეს. ამბობენ, რომ «მითრიდატიზმს», რომლის სახელი მითრიდატე IV ევპატორიელის სახელს უკავშირდებოდა, ადამიანის დაცვა ისეთი მომაკვდინებელი შხამებისგანაც კი შეეძლო, როგორიც დარიშხანი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქაში, მხოლოდ XVIII საუკუნიდან დაიწყო ვაქცინაციებით ბრძოლა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც ყვავილი იყო. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

უნიკალური აღმოჩენა პომპეიში- არქეოლოგებმა 2 000 წლის წინ არსებული „სწრაფი კვების“ დახლი იპოვეს

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო- რას აცხადებენ მეცნიერები?

6 ნივთი, რომელიც ქალებმა გამოიგონეს, თუმცა დღეს მამაკაცები უფრო იყენებენ