როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი | Allnews.Ge

როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი

ამინდის ცვლილებებისა და გაუარესების შესახებ, შეგიძლიათ თქვენ თავადვე შეიტყოთ წინასწარ. განსაკუთრებით, თუ გაშლილ სივრცეში ხართ და გაქვთ იმის საშუალება, რომ ცას დააკვირდეთ.

 

1. გამთენიისას ცა თუ წითელ ფერს მიიღებს, ელოდეთ ამინდის გაუარესებას.

2. საღამოს ქარის გაძლიერება მანიშნებელია ამინდის მკვეთრი ცვლილების.

 

3. მზის დამალვა ფართო ზომის ღრუბლებში ასევე გვაუწყებს, რომ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

4. თუ შენიშნეთ, რომ დილით და საღამოს ნამი მკვეთრად შემცირებულია, ელოდეთ ცივ ამინდებს.

5. მერცხლების მიწასთან ახლოს ფრენა, მანიშნებელია ამინდის გაუარესებისა.

ალბათ, ბავშვობაში ყველას გვიკვირდა, რანაირად ხვდებოდნენ ჩვენი დიდი ბებიები და ბაბუები მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს, თან ისე, რომ ყოველთვის ამართლებდა. აი, ასე, დააკვირდებოდნენ ცას, ცხოველებს, ან მცენარეებს და გაგაფრთხილებდნენ - „ხვალ კარგი ამინდი იქნება,“ ან პირიქით, „თბილად ჩაიცვი, იწვიმებს საღამოს.“ ახლა კი, გაგიმხელთ პატარა საიდუმლოებებს, თუ როგორ ახერხებენ ისინი ჩვენს გაოცებას.

 

1. თუ საღამოს, ქარის მიმართულება ზღვიდან მთისკენ იქნება მიმართული, მაშინ კარგ ამინდს უნდა ელოდოთ.

2. თუ მიმოზა მოიწყენს და ფოთლებს ძირს დაუშვებს, წვიმა წამოვა.

3. როცა ნახირი ჯგუფად გროვდება, ეს წვიმის მანიშნებელია.

4. თუ გაზაფხულზე კურდღლებს ბეწვი დიდხანს არ სცვივათ, ცივი ამინდები დიდხანს გაგრძელდება.

5. თუ დილით, ადრე, ბალახი მშრალია, ღამით აუცილებლად იწვიმებს.

6. თუ კატა მოკუნტულია, მოსალოდნელია ყინვა, თუ ზურგზე წევს - დარი, თუ კედელს ფხაჭნის - ავდარი.

წყარო: amindi.ge