ჩაი, რომელიც ოქროზე ძვირი ღირს და გველის ერთი გრამი შხამი 4 000 დოლარად - ყველაზე ფასეული პროდუქტები და ნივთები დედამიწაზე | Allnews.Ge

ჩაი, რომელიც ოქროზე ძვირი ღირს და გველის ერთი გრამი შხამი 4 000 დოლარად - ყველაზე ფასეული პროდუქტები და ნივთები დედამიწაზე

არსებობს მრავალი ნაკლებად ცნობილი მასალა, საკვები, მეტალი და ძვირფასი ქვა, რომლის შესახებაც შესაძლოა, არასდროს გსმენიათ. თუმცა, ფაქტია, რომ მათი ფასი ხშირად კოლოსალურია.

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მატერიების და მეტალების შესახებ BPN-ს არაერთხელ დაუწერია. ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა ნივთიერებებისა თუ პროდუქტების შესახებ, რომელთა ფასი მართალია, არ არის კოლოსალური, თუმცა განსაკუთრებული ღირებულებების გამო ინტერესს იწვევს.

ირანული ბელუგის ხიზილალა: გრამი 2,66 დოლარი

შეიძლება უცნაურად ჟღერს, რომ თევზის უმი კვერცხი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული ნივთიერებაა, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ საკვებად ვარგის და დამუშავებულ ხიზილალას განსაკუთრებული გემო აქვს.

პროდუქცია ბაზარზე ისედაც ძვირად ფასობს. მათ შორის კი ყველაზე ძვირი ირანული ბელუგის ხიზილალაა, რომელიც გრამი 2,66 დოლარი ღირს. ბელუგას თევზისგან ხიზილალის მიღებას როგორც წესი 10 წელი სჭირდება. თავად სახეობა კი ძალიან შემცირდა.

ზაფრანა: გრამი 6,99 დოლარი

მსოფლიოში კიდევ ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სუნელი არომატული ზაფრანაა. მძაფრი სუნის მქონე ყვავილოვან მცენარეს ბრინჯის შეღებვისთვის, საკვების არომატისთვის, სამკურნალო თვისებებისთვის და უამრავი დანიშნულებით იყენებენ. მისი დელიკატური გემო ზაფრანას პლანეტის ერთ - ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ხდის. პრემიუმ ხარისხის, ოქროსფერი ზაფრანა გრამი 6,99 აშშ დოლარამდე ღირს.

იტალიური თეთრი ტრიუფელი: გრამი 7,14 დოლარი

ნებისმიერი ჯიშის ტრიუფელს განსაკუთრებული ფასი აქვს, თუმცა მათ შორის გამორჩეულია ულტრა იშვიათი იტალიური თეთრი ტრიუფელი.

Truffle.farm- ის თანახმად, გრამი 7,14 დოლარი ღირს.

და ჰონ პაო ჩაი: გრამი 1 400 დოლარი

წარმოუდგენელია, რომ ერთი ჭიქა ჩაი ათას დოლარზე მეტი ღირდეს, მაგრამ რეალობაა, რომ ჩინეთის პროვინციაში მოყვანილი ერთი გრამი ჩაი ოქროზე 25-ჯერ მეტად ფასობს.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ჩაის ფასი იმატებს კიდეც. 2002 წელს კოლექციონერმა 20 გრამი“ჰონ პაო“ შეიძინა და რამდენიმე წელიწადში 28000 დოლარად გაყიდა.

მარჯნის გველის შხამი: გრამი 4000 დოლარი

მარჯნის გველის შხამი, რომელიც ცნობილია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირი “ფუფუნებაა“ მსოფლიოში. გრამი 4000 დოლარი ღირს.

მარჯნის გველებს, შავი მამბის შემდეგ, ყველაზე ძლიერი შხამი აქვთ, რომელიც გამოიყენება მედიცინაში.

განაგრძეთ კითხვა