გენიოსების უცნაური ჩვევები, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით | Allnews.Ge

გენიოსების უცნაური ჩვევები, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

შორიდან ვარსკვლავები ლამაზად კიაფობენ, მაგრამ მათთან მიახლოება არ ღირს. იგივე შეიძლება ითქვას ბევრ ცნობილ ადამიანზეც როგორც შორეული, ასევე ახლო წარსულიდან. მოგეხსენებათ, გენიოსები - არაპროგნოზირებადი ხალხია, ამიტომ თუკი ზოგიერთი მათგანის უცნაური მსოფლმხედველობის გაგება ასე თუ ისე მაინც შესაძლებელია, ზოგი გენიოსის უჩვეულო მიდრეკილებები სრულ გაურკვევლობას იწვევს. წარმოგიდენთ სამყაროს გენიალური პიროვნებების საკმაოდ უცნაურ ჩვევებს, რომელთა გაგებაც ძალიან რთულია   ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ეს გენიალური კომპოზიტორი უხეში იუმორის განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ. მაგალითად, მოცარტი ხშირად "მეხუთე წერტილზე" და სხეულის ამ ნაწილთან დაკავშრებით ყველაფერზე უხამსად ხუმრობდა.   სტენლი კუბრიკი "მექანიკური ფორთოხალისა" და "2001 წელი: კოსმიური ოდისეას" ცნობილი რეჟისორი - სტენლი კუბრიკი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება და მკაცრი პერფექციონისტი იყო, ცხოველებს აღმერთებდა. ერთხელ მის სახლში ერთდროულად 16 კატა ცხოვრობდა, რომლებსაც მოგვიანებით 7 ოქროსფერი რეტრივერი და 4 სახედარიც შეემატა.

ლეონარდო და ვინჩი აღორძინების ეპოქის დიდ იტალიელ მხატვარს, არქიტექტორსა და გამომგონებელს ძილისთვის დროის კარგვა არ უყვარდა, ამიტომ გენიოსის ძილი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე ინტერვალებისგან შედგებოდა.     ლევ ტოლსტოი მიუხედავად იმისა, რომ დიდი რუსი მწერალი მაღალი საზოგადოების ფენას განეკუთვნებოდა, მან საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა, დაგმო მაღალი საზოგადოების მორალი, გახდა ვეგეტარიანელი და დაიწყო გლეხის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება (მეტიც, მან ხარაზის საქმეც კი შეისწავლა) მართალია "ანა კარენინას" ავტორის შეკერილი ჩექმები იდეალურად არ გამოიყურებოდა, თუმცა ისინი მაინც საკუთარი ხელით იყო შექმნილი.   ონორე დე ბალზაკი ცნობილი ფრანგი მწერალი, დრამატურგი და "ადამიანური კომედიის" ავტორი - ონორე დე ბალზაკი ყავის დიდი მოყვარული გახლდათ. მწერალი როგორც წესი, დღეში 50 ფინჯან ყავას მიირთმევდა.     მიქელანჯელო   რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი მოქანდაკე, მწერალი, მხატვარი და პოეტი მიქელანჯელო ბუონაროტი წყლის პროცედურებს სასტიკად არ სწყალობდა და მათ ჯანმრთელობისთვის საზიანოდაც კი თვლიდა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მიქელანჯელოს ღამე ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელში ეძინა, რომლებსაც რამდენიმე დღის განმავლობაში არ იხდიდა.     ფრიდა კალო ცნობილი მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო ცხოველებს აღმერთებდა. მას არამარტო ძაღლები, არამედ თუთიყუშები, მაიმუნები, ქათმები, ბეღურები და თვით, ირმებიც კი ჰყავდა. განაგრძეთ კითხვა   ასევე დაგაინტერესებთ:  

7 ფაქტი ვან გოგის ცხოვრებიდან, რომელიც აქამდე არ იცოდით

როგორი იქნებოდა ცნობილი ნახატები კორონავირუსის პანდემიის დროს რომ დაეხატათ 

როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები რენესანსის ხანაში რომ ეცხოვრათ?