ვინ არის და რას საქმიანობს ბიჭი ცნობილი შოკოლადის შეფუთვიდან | Allnews.Ge

ვინ არის და რას საქმიანობს ბიჭი ცნობილი შოკოლადის შეფუთვიდან

შესაძლებელია, ჯოშ ბეიტსონის სახელი არც გაგიგიათ, მაგრამ ნამდვილად ნანახი გეყოლებათ, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა პატარა იყო. მისი ფოტო ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგხვედრიათ თვალში, რადგან სუპერპოპულარული შოკოლადის შეფუთვას ამშვენებს და თითოეულ ჩვენგანს ნანახი ჰყავს. ეს არის ბიჭი "ქინდერ სიურპრიზიდან".

mshoblebi

ჯოში პოპულარული მაშინ გახდა, როცა სულ რაღაც 5 წლის იყო. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ დედამ რეკლამისთვის კასტინგზე მიიყვანა. ცისფერთვალება ქერა ბიჭმა მალევე მიიპყრო ყურადღება და შოკოლადის შეფუთვაზე მისი სახე გამოჩნდა. მას შემდეგ ჯოშის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.

mshoblebi

არავინ ფიქრობდა, რომ ბეიტსონი "ქინდერ-შოკოლადის" სახედ დიდხანს დარჩებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მარკეტოლოგებმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ უნდა შეეცვალათ ბავშვი, რომლის ღიმილიც ასე კარგად მუშაობდა და შოკოლადის შეფუთვას მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა.

mshoblebi

ჯოში ახლა 26 წლისაა. ლონდონში ცხოვრობს. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაამთავრა უნივერსიტეტი. თუმცა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი სამოდელო ბიზნესისათვის მიეძღვნა. გასაკვირი არ არის, რომ ყველასთვის საყვარელი ბავშვი ძალიან სიმპათიური და პოპულარული ბიჭი გახდა, რომელსაც ნებისმიერი გოგოს მოჯადოება შეუძლია. გარდა ამისა, ათლეტურად გამოიყურება, დაკავებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით, მათ შორის, სერფინგითა და ჯომარდობით.

ჯოში დასთან ერთად ჯოში დასთან ერთად

ჯოშს ტყუპისცალი და ჰყავს. ცოლი ან საყვარელი ქალი კი - არა. ცოტახნის წინ, თაყვანისმცემლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიჭი ერთ-ერთ პოპულარულ გაცნობის საიტზე დარეგისტრირდა. ამიტომ, ყველას, ვინაც ინგლისური კარგად იცის, მისი გაცნობის შანსი აქვს. განაგრძეთ კითხვა