„სატანის ფეხსაცმელები“- ნახეთ უცნაური ფეხსაცმელები ადამიანის სისხლითა და „ეშმაკის სიმბოლოებით“, რომლებიც ერთ წუთში გაიყიდა | Allnews.Ge

„სატანის ფეხსაცმელები“- ნახეთ უცნაური ფეხსაცმელები ადამიანის სისხლითა და „ეშმაკის სიმბოლოებით“, რომლებიც ერთ წუთში გაიყიდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტსივრცეში საკმაოდ უცნაური და უჩვეულო ფეხსაცმელების ფოტოები გავრცელდა, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მარტივად მიიპყრო.

საუბარია ე.წ. "სატანის ფეხსაცმელებზე", რომლებიც Nike-ის სპორტული ფეხსაცმელების, Air Max 97s-ისგან რეპერმა Lil Nas X-მა შექმნა. მომღერალმა უჩვეულო ვიზუალის მქონე ფეხსაცმელი კრეატიულ კოლექტივ MSCHF-თან თანამშრომლობით შექმნა. შავი და წითელი ფერის ფეხსაცმელზე ე.წ. „ეშმაკის სიმბოლოები“- პენტაგრამა და ამობრუნებული ჯვარია გამოსახული. ამასთან, ფეხსაცმელებზე დატანილია ნაწყვეტი ბიბლიიდან. ლუკას სახარებიდან "და უთხრა მან მათ: დავინახე სატანა ციდან ელვისებურად დაეცა ”.

გამოცემა CNN-ის მიხედვით, დაუდასტურებელი ინფორმაციით თითოეული ფეხსაცმელი 1 წვეთ ადამიანის სისხლსაც შეიცავს.

გამოცემა დაინტერესდა მონაწილეობდა თუ არა კომპანია Nike ფეხსაცმელების შექმნაში. Nike-ის ოფიციალურმა პირებმა მათ განუცხადეს, რომ კომპანიას უცნაური ფეხსაცმლის შექმნასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ფეხსაცმლის იდეა და დიზაინი მათ არ ეკუთვნით. მეტიც სპორტული სამოსის მწარმოებელი გიგანტი ბრენდი სავაჭრო ნიშნის დარღვევისთვის უჩივის MSCHF-ს. Nike სასამართლოს ძალით მოითხოვს "სატანის ფეხსაცმელების" წარმოებისა და მათი დიზაინის გამოყენების შეჩერებას.

ფეხსაცმლის კიდევ ერთი „სტანური“ დეტალია მისი ტირაჟია. როგორც ცნობილია, რეპერმა ფეხსაცმელების მხოლოდ მცირე რაოდენობა- სულ 666 მათგანი დაამზადა. ამასთან, თითოეულ ფეხსაცმელს აწერია თუ კონკრეტულად მერამდენეა ტირაჟიდან. მაგ. 5/666.

CNN-ის ინფორმაციით, ფეხსაცმელების მიმართ საზოგადოების ინტერესი არნახულად დიდი აღმოჩნდა და სრული ტირაჟი 1 წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ თითოეული წყვილი ფეხსაცმლის ფასი 1 018 აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას ფეხსაცმელში სისხლის ერთი წვეთის შესახებ, იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად ჭეშმარიტია და ის ფეხსაცმელების წარმოებაში ჩართული კომპანიის, MSCHF-ის თანამშრომლებისგან ნებაყოფლობით მიიღეს.

„ჩვენ გვინდოდა საკუთარი წვლილი შეგვეტანა ხელოვნების ასეთი შესანიშნავი ნიმუშის შექმნაში.“- აცხადებენ ისინი.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილი „სატანის ფეხსაცმელებს“ კრიტიკით შეხვდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ფეხსაცმელებზე მსგავსი სიმბოლოების დატანა და ადამიანის სისხლის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფეხსაცმელების შექმნით რეპერ Lil Nas X-ს საკუთარი თავისთვის რეკლამის გაკეთება სურდა და ეს ყველაფერი პოპულარობის მოსაპოვებლად გააკეთა.  

ასევე დაგაინტერესებთ:

პიჟამა-კოსტიუმი“- იდეალური ტანსაცმელი Zoom-ის შეხვედრების დროს

10 რამ მამაკაცის გარდერობიდან, რაც ქალებს ძალიან აღიზიანებთ