10 ყველაზე პრესტიჟული დამსაქმებელი მსოფლიოში, სადაც თანამშრომლებს საოცნებო პირობებს სთავაზობენ | Allnews.Ge

10 ყველაზე პრესტიჟული დამსაქმებელი მსოფლიოში, სადაც თანამშრომლებს საოცნებო პირობებს სთავაზობენ

ლიდერული თვისებების რეალიზება, სასიამოვნო გარემო, მეგობრები, დადებითი ენერგეტიკა და კარგი გასამრჯელო - იდეალურ შემთხვევაში, ეს არის ყველაფერი, რაც დასაქმებულს კომპანიისგან სურს, რომ მიიღოს. თუმცა მსოფლიოში არსებობენ დამსაქმებლები, რომლებიც მათ თანამშრომლებს ამაზე მეტსაც სთავაზობენ.

თუ ეძებთ სამუშაოს, რომელიც დაგაკმაყოფილებთ და მოგცემთ შეგრძნებას, რომ თქვენ ცვლილებები არამხოლოდ ყოველდღიურობაში, არამედ მსოფლიოშიც შეგაქვთ, მაშინ ჩამონათვალს ყურადღებით გაეცანით და მათი ღია ვაკანსიები დაათვალიერეთ.

GlaxoSmithKline

ინოვაციური ფარმაცევტული კომპანია GSK -ის მთავარი იდეა მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობაა და ისინი ამაზე ათეული წლებია მუშაობენ. კომპანიას აქვს კომერციული საიტები 150-ზე მეტ ქვეყანაში, ასევე 89 საწარმოო საიტი და კვლევითი ცენტრები დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ბელგიაში. ისინი ვაქცინებისა და ჯანდაცვის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის შესწავლით, შექმნით არიან დაკავებულები.

”GSK- ის მსგავს კომპანიაში მუშაობა ნიშნავს, რომ მე შემიძლია გლობალური ცვლილებები მოვახდინო, სწორედ ეს მაძლევს შთაგონებას”, - განმარტავს GSK-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს დატვირთული სამუშაო საათები აქვთ, კომპანიამ მათთვის ე.წ. მოსადუნებელი კუთხე ყველა ოფისში გააკეთა, სადაც დივანზე წამოკოტრიალებაც კი შესაძლებელია.

Facebook

Facebook- ის მისიაა ერთ დიდი ინფორმაციულ ველში მსოფლიოს გაერთიანება. „ფეისბუქი“ თავისი აპლიკაციებით და სერვისებით ქმნის ერთ დიდ ოჯახს, სადაც ერთმანეთთან დაკავშირება და სხვადასხვა აქტივობების ჩატარება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. კომპანიაში მომუშავეები განუწყვეტლივ წყვეტენ პრობლემებს და ერთობლივად ცდილობენ მთელ მსოფლიოში კონსტრუქციული ურთიერთქმედების ჩამოყალიბებას.

სათაო ოფისში დასაქმებულებისთვის წარმოუდგენელი გარემოა შექმნილი. უფასო კვება, ტრენაჟორები, სურვილისამებრ მინდორში გასეირნება, გიგანტურ კომპლექსში შესაძლებელია ნებისმიერ წერტილში გადაადგილება კონტროლის გარეშე, დასვენება და სამაგიდო თამაშებიც კი. ეს ყველაფერი Facebook-ის სათაო ოფისში დასაქმებულთათვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ “ჭკვიან ტვინებს“ ფეისბუქი ბინას თავად ქირაობს.

Stantec

Stantec-ს ჰყავს 22,000 თანამშრომელი, რომლებიც ექვს კონტინენტზე არიან გადანაწილებულები. საერთაშორისო კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ დიზაინისა და საკონსულტაციო მომსახურებას დაგეგმვაში, დიზაინში, არქიტექტურაში, ინტერიერის დიზაინში, ლანდშაფტის არქიტექტურაში, გეოდეზიაში, გარემოს მეცნიერებაში, პროექტის მენეჯმენტსა და პროექტის ეკონომიკაში ინფრასტრუქტურისა და ობიექტების პროექტებისთვის.

Stantec ერთგულ თანამშრომლებს განსაკუთრებულად აფასებს და მმართველ რგოლში ძირითადად მისი ძველი თანამშრომლებიც ჰყავს დასაქმებული.

Mosaic (მოზაიკა)

Mosaic არის საფინანსო კომპანია, რომელიც აფინანსებს საცხოვრებელ მზის სისტემებს. „მოზაიკის“ მთავარი მიზანი და სამუშაო პლანეტაზე 100% სუფთა ენერგიის წარმოებაა. კომპანია მილიონობით მსურველს ინვესტიციის ჩადებაში ეხმარება, ასევე აფინანსებს სხვადასხვა “მწვანე“ ბიზნესს.

თანამშრომლები ბევრს მუშაობენ ენერგეტიკაში წარმატების მისაღწევად. ამასთან, ეს ყველაფერი კომპანიის ოფისზეც აისახება. შიდა ინტერიერი გამწვანებული და ფერადია. თანამშრომლებს საშუალება აქვთ ორგანული ყავითა და ჯანმრთელი საკვებით დატკბნენ.

განაგრძეთ კითხვა