კურსკის ტრაგედია- საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს | Allnews.Ge

კურსკის ტრაგედია- საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს

21 წლის წინ, ბარენცის ზღვაში რუსული ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავი (АПЛ Курск) ჩაიძირა. ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა. 2000 წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედიიდან ორი ათეული წლის გასვლის შემდეგ, შემთხვევის ირგვლივ უამრავი საეჭვო გარემოება და ვერსია არსებობს.

ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავი იმდენად მცირე სიღრმეზე ჩაიძირა, რომ მისი დანახვა ზედაპირიდანაც კი იყო შესაძლებელი, თუმცა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელებმა მაშინ განაცხადეს, რომ კურსკის "აღმოსაჩენად" 30 საათზე მეტი დასჭირდათ...

NATO-ს 11-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ოპერაციაში მათ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გაჩნდა ეჭვი, რომ კრემლმა დახმარების მიღება განგებ გააჭიანურა... ტრაგედიიდან 5 დღის შემდეგაც კი მეზღვაურების ამოყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ამან რუსეთის პირველი პირის სიჯიუტე ვერ გატეხა - ვლადიმერ პუტინმა საზაფხულო რეზიდენციიდან უპასუხა მედიისა და საზოგადოების ინტერესს: "სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ ჩრდილოეთის ფლოტს აქვს ყველა შესაძლებლობა და მატერიალური რესურსი, რომ სამაშველო ოპერაცია უცხოური დახმარების გარეშე განახორციელოს".

კატასტროფის დეტალები

„კურსკის“ მშენებლობაზე მუშაობა 1990 წელს, ქალაქ სევეროდვინსკში, დაიწყო და ის 1994 წლის დეკემბერში დასრულდა. ე.წ. „ოსკარ 2“-ის კლასის ხომალდს, რომლის სიგრძე 154 მეტრს აღწევდა, იმთავითვე მიენიჭა ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი და მძლავრი საიერიშო წყალქვეშა ნავის სტატუსი. მოგვიანებით „კურსკი“ რუსეთის „ჩრდილოეთის ფლოტს“ შეუერთდა და 1999 წელს პირველი წარმატებული ოპერაციაც განახორციელა ატომური წყლაქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 ("კურსკი") 30 ხომალდთან ერთად, ბარენცის ზღვაში,რუსეთის ფედერაციის ჩრდიოლოეთ ფლოტის საზღვაო-სამხედრო წვრთნაში იღებს მონაწილეობდა.

გეგმის მიხედვით სასწავლო გასროლისთვის მზადება 2000 წლის 9:40 წუთზე უნდა დაიწყოს. 11:40-დან 13:40-ის ჩათვლით კი ავიამზიდი გემების ჯგუფზე სასწავლო თავდასხმა უნდა განახორციელებინა.

მოულოდნელად წყალქვეშა ნავის წინა ნაწილში აფეთქება მოხდა და კურსკმა ჩაძირვა დაიწყო.

108 მეტრი წყალქვეშ

აფეთქების შემდეგ, წყალქვეშა გემზე მაღალი საბრძოლო მზადყოფნაც ცხადდება, თუმცა ამის მიუხედავად, გემი წყლიდან ამოსასვლელად არანაირ ზომებს არ იღებს. ზედაპირზე არ ამოდის არც საავარიო ნავი. პირიქით, ძრავი ირთვება და "კურსკი" ზღვაში უფრო ღრმად ჩასვლას იწყებს. ორ ატომურ რეაქტორს, რომელიც ზუსტად იმავე ტიპისაა, როგორიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, მეზღვაურები აჩერებენ და ამგვარად კაცობრიობას კიდევ ერთი მასშტაბური კატასტროფისგან იხსნიან.

ეკიპაჟის 118-დან 23 წევრი აფეთქებას გადაურჩა და თავი წყალქვეშა გემის უკანა ნაწილში შეაფარა. რეაქტორების საავარიო გამორთვიდან ცოტა ხნის შემდეგ, ენერგიის საავარიო წყაროც გამოირთო. შედეგად, წყალქვეშა ნავში ტემპერატურის ვარდნა დაიწყო. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

კარსანი- იდუმალებით მოცული სოფელი საქართველოში, სადაც საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ

ეშერას ლაბორატორია - საიდუმლო ობიექტი აფხაზეთში, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება

ხელოვნების ცნობილი ძეგლების 10 საიდუმლო