რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის? - თენგიზ ცერცვაძე დეტალური განმარტება ვაქცინებზე | Allnews.Ge

რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის? - თენგიზ ცერცვაძე დეტალური განმარტება ვაქცინებზე

ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დეტალურად განმარტავს რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინებს შორის.

როგორც მან "იმედის" გადაცემა "ანატომიაში" ისაუბრა, ეს ორი ვაქცინა ერთმანეთისგან ტექნოლოგიურად განსხვავდება და "ფაიზერი" "ასტრაზენეკაზე" ერთი საფეხურით მაღლა დგას.

"ეს კითხვა აინტერესებს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ტექნოლოგიურად რადიკალურად განსხვევდება ერთმანეთისგან. "ასტრაზენეკას" ვაქცინას ვექტორულ ვაქცინას ეძახიან, როდესაც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი, რომელშიც შეყვანილია ინფორმაცია კორონავირუსის ერთ-ერთი ცილის კოდირებისთვის. ორგანიზმში შეგვყავს დასუსტებული ადენოვირუსი, რომელიც არანაირ პათოლოგიას არ იწვევს. ეს ვაქცინა ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, როგორ აწარმოოს ე.წ. წვეტიანი ცილები, რომელზეც უნდა გამომუშავდეს ანტისხეულები და მოხდეს უჯრედული იმუნიტეტის ესილიმიზაცია.

რაც შეეხება "ფაიზერს", იქ სულ სხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული. მართლაც ახალი ტექნოლოგია. მართლა პირველად არის გამოყენებული იმ ტიპის ვაქცინები, რგორიც არის "ფაიზერი". ეს არის ე.წ. "ერენემ" ვაქცინები, როდესაც ორგანიზმში შეგვყავს არა დასუსტებული ვირუსის კულტურა, არამედ შეგვყავს შუალედური რგოლი, მესენჯერული "ერენემი".

"ასტრაზენეკას" დროს ჩვენ შეგვყავს ადენოვირუსი, დნმ ინფორმაცია და ამ ინფორმაციით წარმოიშვება "ერენემი". "ფაიზერის" ვაქცინა ერთი საფეხურით წინ არის, ანუ პირდაპირ შეგვყავს ვირუსის "ერენემი", რომელიც ასევე შეიცავს ინსტურქციას, თუ როგორ მოახდინოს ორგანიზმმა ვირუსის ცილების წარმოება.

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ამ ორი ვაქცინის ჩვენებებს ან უკუჩვენებებს შორის განსხვავებაა. "ასტრაზენეკა" თითქოს უფრო ეფექტიანია 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს შორის, ხოლო "ფაიზერი" უფრო ახალგაზრდებში" - აღნიშნა ცერცვაძემ.