ნამდვილი და დაუჯერებელი ისტორიები ბავშვ-მაუგლებზე, რომლებიც ადამიანების ნაცვლად, ცხოველებმა გაზარდეს | Allnews.Ge

ნამდვილი და დაუჯერებელი ისტორიები ბავშვ-მაუგლებზე, რომლებიც ადამიანების ნაცვლად, ცხოველებმა გაზარდეს

ამბავი ძმებზე, რომულუსსა და რემუსზე, რომის დაარსების ლეგენდად იქცა და იტალიელები საუკუნეების განმავლობაში უმღეროდნენ ამ თქმულებას. ძუ მგელი კი, რომელიც ძმებს ძუძუს აწოვებდა, ეროვნული სიმბოლო გახდა. თუმცა, რეალობაში ასე არ ხდება. არაადამიანურ პირობებში გაზრდილი ბავშვები ქალაქის დამაარსებლები კი არა, ფეხზე ძლივს დგებიან, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.

მათ ბავშვ-მაუგლებს უწოდებენ. როგორც წესი, ადამიანურ საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ ლაპარაკი არ შეუძლიათ, ვერც გამართულად დადიან, ვერც დანა-ჩანგალს იყენებენ და სიცოცხლის ბოლომდე ამ სამყაროსთვის უცხოებად რჩებიან. მაგრამ, თუ ბავშვი ცხოველთა სამყაროში ისე მოხვდა, რომ საკუთარი   თავის ადამიანად აღქმის სულ ცოტა უნარი მაინც აქვს, მაშინ მისი გადარჩენის იმედი არსებობს. ამის მაგალითია სამი წლის ჯონ სებუნია უგანდადან, რომელიც თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მაიმუნად იქცა.

ბიჭი ჯუნგლებიდან

mshoblebi ბიჭი 3 წლის იყო, როდესაც მამამისმა მის თვალწინ დედა მოკლა. შეშინებული ბავშვი სახლიდან გაიქცა და თავი ჯუნგლებს შეაფარა. დილით მაიმუნებით იყო გარშემორტყმული. ბავშვი მაიმუნებმა შვილად აღიქვეს, გარეგნულა   დაც მიიმსგავსეს, ამიტომ თავიანთ სამყოფელში წაიყვანეს. 1991 წელს ადგილობრივებმა სრულიად შემთხვევით ნახეს ხეზე ჩამოკიდებული და გაოცდნენ. ჯონს სხეული სულ თმით ჰქონდა დაფარული და თითქმის აღარ გამოირჩეოდა მაიმუნებისგან. როდესაც ადამიანებმა ბიჭი ჯუნგლებიდან წამოიყვანეს, მას არ შეეძლო იმ საკვების ჭამა, რასაც ადამიანები მიირთმევენ. იკვებებოდა ფესვებით, თხილეულითა და ხილით. უგანდაში ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა და ბავშვის აღზრდა დაიწყეს. ასწავლიდნენ, როგორ უნდა ევლო გამართულს ორ ფეხზე, აუხსნეს, რა უნდა გაეთვალისწინებინა კვებისას.

mshoblebi

როგორც აღმოჩნდა, ბიჭი ბუნებამ საოცარი ხმითა და სმენით დააჯილდოვა. ჯონი გაიზარდა, მომღერალი გახდა და ახლა აფრიკულ მომღერალთა გუნდთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებზე დადის. საოცარია, მაგრამ მას ისევ სძულს ცხელი კერძები და ძირითადად ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს. ჯონი მაიმუნების მადლიერია, რადგან ფიქრობს, რომ სახლიდან რომ არ გაქცეულიყო, იმ ოჯახში ვერ გადარჩებოდა და ვერც მშობლების სიყვარულს ისწავლიდა.

ცხოვრება ძაღლის ბუდრუგანაში

mshoblebi ოქსანა მალაია 5 წლის განმავლობაში საკუთარი სახლის ეზოში, ძაღლის ბუდრუგანაში ცხოვრობდა. მშობლები მას სახლში არ უშვებდნენ. როდესაც 1990-იან წლებში ოდესის სოციალური სამსახური გოგონას წამოსაყვანად მივიდა, ის ძაღლის ბუდრუგანაში იწვა და ძვალს ჭამდა. ოქსანას ძალღლები იცავდნენ. თავიანთი ოჯახის წევრად თვლიდნენ. ნაიდა განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო, სწორედ მან გადაარჩინა 3 წლის გოგონა, როდესაც ერთხელ მშობლებს ქუჩაში დაეკარგათ. გოგონას დედა და მამა გაფაციცებით ცდილობდნენ, როგორმე კიდევ ერთი ბოთლი სასმლის ფული ეშოვნათ და ამ დროს ბავშვი დაკარგეს. სწორედ ძაღლმა, სახელად ნაიდა, შეიფარა, წაიყვანა თავისთან. ამის შემდეგ ბავშვზე ძაღლები ზრუნავდნენ, ასწავლეს გოგონას ოთხზე სიარული, საკუთარი საკვების ძებნა, ძვლის ჭამა. საშინელება ის იყო, რომ ოქსანა სოფელში ცხოვრობდა და მისმა მეზობლებმა ბავშვის უცნაური ქცევა მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა 8 წლის გახდა. ბავშვთა თავშესაფარში რომ მიიყვანეს, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა სოციალიზაციას. არც სათანადო ქცევა იცოდა და არც კვება, მაგრამ ნელ-ნელა დაძლია სირთულეები, თავი ადამიანად იგრძნო და 25 წლის ასაკშიი საქმროც კი ჰყავდა. ოჯახი არ შეუქმია, ახლა ცხოვრობს და მუშაობს ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, ცხენებსა და ძროხებზე ზრუნავს და ცხოველებთან უფრო მარტივად ნახულობს საერთო ენას, ვიდრე ადამიანებთან.

ბიჭი-ფრინველი

mshoblebi ვანია ვოლგოგრადიდან დიდი ხნის განმავლობაში ვერავის ელაპარაკებოდა, გარდა ჩიტებისა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სოციალური სამსახური მის ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. ბავშვის დედამ ქმართან დაშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა, საკუთარ სახლში ჩაიკეტა და ოთახში ჩაკეტა 6 წლის ვანიაც. ბავშვი არ დადიოდა საბავშვო ბაღში, არც სათამაშო მოედნებზე, არც ექიმთან. სოციალურმა სამსახურმა დედს შვილი ვერ წაართვა, რადგან ბავშვი კარგად გამოიყურებოდა, შესანიშანავად ეცვა და გამოკვებილიც იყო. უბრალოდ, არ ლაპარაკობდა. მას დაავიწყდა, რომ დედის გარდა, კიდევ არსებობენ ადამიანები დედამიწაზე. როგორც ჩანს, დედას დიდად არ ანტერესებდა ბავშვის აღზრდის საკითხი. ფრინველებთან ურთიერთობას უთმობდა ძალიან დიდ დროს, უამრავი მათგანი მოიშინაურა, მეტიც, სპეციალურად გადააკეთა სახლი ჩიტების საცხოვრებლად. როდესაც 2008 წელს სოციალური სამსახური მათთან შევიდა, ნახეს, რომ ბიჭი იყო ოთახში, სადაც უამრავი ფრინველი ბუდობდა. ვანია ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ უცნაურ ხმებს გამოსცემდა და ხელებს აცახცახებდა, ფრინველის ფრთებივით. ბავშვი ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. მას დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლო ადამიანებთან ურთიერთობა. დედა არ ელაპარაკებოდა, მხოლოდ საკვებს აძლევდა. თუმცა, ცენტრში მისვლის შემდეგ, ბავშვი მზად იყო, რომ ადამიანებთანაც ჰქონოდა ურთიერთობა. სკოლაშიც უნდოდა სიარული... ვანიას შესახებ სიახლეები აღარ ქვეყნდება, სავარაუდოდ, ის სარეაბილიტაციო ცენტრში დარჩა.

გოგონა, რომელიც ძაღლმა გაზარდა

მადინას ძალიან უნდოდა ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან თამაში, მაგრამ, როგორც კი აღმოჩნდებოდა მოედანზე, გაიქცეოდა ბავშვებთან, გაუღიმებდა მათ და... კბენდა. მან სხვანაირი ქცევა არ იცოდა, სხვანაირად სითბოს ვერ გამოხატავდა, რადგან ბავშვი ძაღლმა გაზარდა. როდესაც 2009 წელს გოგონას ოჯახში სოციალური მუშაკები მივიდნენ, დედა მშვიდად სადილობდა, ბავშვმა კი ძვალს ხელი დაავლო და თავის მეგობართან ერთად გაიქცა. ერთად უნდა ეჭამათ. სამი წლის ბავშვი მაშინვე ბავშვთა სახლში წაიყვანეს. დედა ტიროდა და ვერ ხვდებოდა, რატომ წაართვეს. მას საკმარისი ეგონა ის ფაქტი, რომ შვილს საკვებს აძლევდა და სახლში აცხოვრებდა. როგორ იზრდებოდა, არ ინტერესდებოდა. ბოლო მონაცემებით, გოგონა ისევ სარეაბილიტაციო ცენტრში რჩება, იცის მხოლოდ ორი სიტყვა "დიახ“ და "არა“. მიუხედავად გადატანილი ცუდი დღეებისა, ჯანმრთელი და ჯერ კიდევ შეუძლია სოციალიზაციის პროცესში ჩართვა - ახლა მთავარია ისევ დაუბრუნდეს ადამიანების მიმართ ნდობა.

უსახელო კენგურუ

mshoblebi ბიჭი-მაუგლების ისტორიიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე სავალალო ამბავია. 2015 წელს ავსტრალიელმა ფერმერებმა შენიშნეს, რომ ტერიტორიაზე კენგურუ იყო, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ადგილობრივებმა ვერ დაიჯერეს, რომ ის არსება კენგურუ კი არა, 4-6 წლის ბიჭი გახლდათ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბიჭი დაბადებისთანავე მოხვდა კენგურუს ჩანთაში და გარკვეული დროით ასე დაატარებდნენ. ბავშვის დაჭერა ძალიან რთული იყო და თავის დასაცავად საკმაოდ აგრესიულიც გახდა. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, რამდენიმე ადგილას დამწვრობა ჰქონდა მიღებული და ფეხზე დაზიანებაც აღენიშნებოდა, მაგრამ სხვა მხრივ, ჯანმრთელი იყო. ის ხილის გარდა არაფერს ჭამს, ადამიანების დღესაც პანიკურად ეშინია. ვერც ლაპარაკი ისწავლა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ბავშვი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ მოახერხებს, მაშინ ის ვეღარასდროს შეძლებს, გახდეს ადამიანი.

განაგრძეთ კითხვა