როგორი იქნებოდა "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე? - ცნობილი როლები ქართულ კინოში, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ | Allnews.Ge

როგორი იქნებოდა "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე? - ცნობილი როლები ქართულ კინოში, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ

ფილმზე მუშაობის პროცესში, ხშირად ხდება, რომ როლზე ერთი მსახიობი განიხილება, რეჟისორის წარმოსახვაში პერსონაჟი კონკრეტულ მსახიობთან ასოცირდება, თუმცა საბოლოოდ ამ გმირს სულ სხვა მსახიობი თამაშობს...

ქართულ კინოში მსგავსი არაერთი შემთხვევა მოიძებნება, როცა რეჟისორი როლზე ერთ მსახიობს განიხილავდა, მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ ბოლოს როლი სხვამ შეასრულა. დღეს უკვე რთულია წარმოიდგინო, როგორ განასახიერებდნენ ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს სხვა მსახიობები.

სტატიაში სწორედ ასეთ შემთხვევებზე გიამბობთ ქართულ კინოში - საინტერესოა, როგორი იქნებოდა ეს ფილმები მთავარი როლები სხვა მსახიობებს რომ შეესრულებინათ?

 

  • "დიდი მწვანე ველი" - ლია კაპანაძის ნაცვლად მედეა ჩახავა
 

ლია კაპანაძე ის მსახიობია, რომელიც სახასიათო გარეგნობისა და ნიჭიერების გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მასზე საუბრისას ყველა აღნიშნავს რომ ეს არის ქალი, რომლის შესაძლებლობებიც ქართულმა კინომ სათანადოდ ვერ შეაფასა და არ გამოიყენა. თუმცა, არსებობს როლი, რომელშიც მან სამსახიობო მასტერკლასი მაქსიმალურად აჩვენა.

კაპანაძე სრულიად ახალგაზრდა ასაკში უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, აღიარებულ ლეგენდებთან ერთად იდგა სცენაზე, თუმცა ხვდებოდა რომ მეტი შეეძლო, რის საშუალებასაც მაშინ თეატრი არ აძლევდა და ისიც ოცნებობდა კინოზე, თეატრისგან გულნატკენი ხშირად ამბობდა: "აი, ახლა რომ კინოში დამიძახონ, მე ვიცი რასაც გავაკეთებ!"... და მართლაც, როგორც კინოს სცენარებშია, კინო მასთან თეატრში მივიდა.

უფრო სწორად, წერილი დახვდა თეატრში, საიდანაც გაიგო, რომ სინჯზე ეპატიჟებოდნენ, კინოსტუდიაში "დიდი მწვანე ველის" გადასაღებად ემზადებოდნენ, სტუდიაში მისულს ბევრი ცნობილი მსახიობი დახვდა, რომლებიც ასევე ქასთინგზე იყვნენ, თუმცა ამას მის თავდაჯერებულობაზე არ უმოქმედია, გაიარა სინჯები და სახლში დაბრუნდა..

დარწუნებული იყო რომ არჩევანს აუცილებლად მასზე შეაჩერებდნენ, თუმცა მოვლენები ისე არ წარიმართა როგორც ეგონა - როლზე მოულოდნელად მსახიობი მედეა ჩახავა დაამტკიცეს, ამის შესახებ თავად რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა შეატყობინა.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც ლია კაპანაძე ნაღვლიანად იხსენებს ამ ეპიზოდს: "ერთხელ შემხვდა მერაბი, რომელიც ძალიან მორიდებული ადამიანია და მითხრა: იცით რა ლია, თქვენ არა, მედიკო დავამტკიცეო... ვუპასუხე: ნახევარი ფილმი რომ გქონდეს გადაღებული, ამ როლს მე ვითამაშებ, იმიტომ რომ ჩემნაირად ვერავინ ვერ ითამაშებს-მეთქი!"

ამ ფრაზამ თითქოს რაღაც კუთხით გარდატეხა მოახდინა და რეჟისორის დამოკიდებულება შეცვალა, სულ მალე ფილმის გადაღება დაიწყო, მერაბ კოკოჩაშვილმა საბოლოოდ პირიმზეს როლზე სწორედ ლია კაპანაძე აიყვანა.

მსახიობის ფილმოგრაფიაში 70-ზე მეტ როლს შორის, განსაკუთრებული ადგილი დღემდე "დიდ მწვანე ველს" უჭირავს, რომლის გამოც არაერთი ტკივილი და დიდი სიხარული შეხვდა - ფილმი ჯერ ცენზურის მსხვერპლი გახდა, შემდეგ მსახიობებს სითამამის გამო აკრიტიკებდნენ და მაყურებელი დარბაზს ტოვებდა, თუმცა ფილმმა დროს გაუძლო და ადგილი მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის.

 

  • "ნატვრის ხე" - ლიკა ქავჟარაძის ნაცვლად ია ნინიძე

დღეს წარმოუდგენელია თენგიზ აბულაძის ფილმი "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე - არათუ ფილმის ნახვისას, გიორგი ლეონიძის მოთხრობების კითხვის დროსაც კი, სადაც მარიტაა ნახსენები, ყველას პირველ რიგში ლიკას სახე უდგას თვალწინ... თუმცა იყო დრო, როცა ფილმის დამდგმელი რეჟისორი ამ როლზე სულ სხვა მსახიობს მოიაზრებდა.

ბევრმა არც იცის, რომ თენგიზ აბულაძეს თავდაპირველად სურდა, "ნატვრის ხეში" ერთ-ერთი მთავარი როლი ია ნინიძეს შეესრულებინა. იმ პერიოდში იას უკვე ნათამაშები ჰქონდა როლები გიორგი დანელიას "არ დაიდარდოსა" და გიორგი შენგელაიას "ვერის უბნის მელოდიებში". გოგონას ყველასგან გამორჩეული ღიმილით თბილისში უკვე კარგად იცნობდნენ, კინოსტუდია მისთვის მეორე სახლი იყო და ყველა იქ მომუშავე ადამიანს გულთბილად ესალმებოდა, მიუხედავად იმისა, იცნობდა თუ არა მათ.

სწორედ ასე მოექცა ია ნინიძე თენგიზ აბულაძის ყურადღების ქვეშ. ერთ დღესაც კინოსტუდიის ეზოში რეჟისორმა გააჩერა და უთხრა, რომ ის იწყებდა მუშაობას "ნატვრის ხეზე" და სურდა, მთავარი პერსონაჟი მას ეთამაშა. იამ სრულიად გულწრფელად უთხრა რეჟისორს, რომ ვერ შეძლებდა ფილმში მონაწილეობას, რადგან უკვე დამტკიცებული იყო როლზე ლენინგრადში, კინოსტუდია "ლენფილმში" ფილმზე "ციური მერცხლები". განაგრძეთ კითხვა