40 დღე გამოქვაბულში- უცნაური სოციალური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც ექსპერტთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს | Allnews.Ge

40 დღე გამოქვაბულში- უცნაური სოციალური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც ექსპერტთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს

მსოფლიოში არაერთი უცნაური და საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარებულია, რომელიც ინსპირაციას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენიდან იღებს. კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა ვითარებამ ფრანგ მკვლევარებს უჩვეულო ექსპერიმენტის იდეა შთააგონა, რომლის მიზანიც იზოლირებულ გარემოში ადამიანის ქმედებების შესწავლაა.

მათ გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეები ერთ სივრცეში გამოეკეტათ, სადაც დიდ დროს გაატარებდნენ და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია არ ექნებოდათ. კვლევის ადგილად მათ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, არიეგის რეგიონის ერთ-ერთ მღვიმე აირჩიეს, რომელიც გარემოსგან იზოლირებულია და კარგად არ ნათდება. მკვლევარების თქმით, ექსპერიმენტის მიზანია, გავიგოთ თუ როგორ მოქმედებს ადამიანისთვის დროისა და სივრცის დაკარგვის შეგრძნება, ასევე საინტერესოა რა ემოციურ გავლენას მოახდენს ადამიანების ფსიქოლოგიაზე აღნიშნული ექსპერიმენტი.

"დროის აღქმის დაკარგვა, ყევლაზე დიდი დეზორიენტაციის შეგრძნებაა ადამიანისთვის. დღემდე არ ვიცით, ზუსტად როგორ ესმის და მართავს ჩვენი შემეცნებითი სისტემა ამ განუსაზღვრელ უწყვეტობას, გარემოს, სადაც დროის აღქმა შეუძლებელია. ექსპერიმენტით სწორედ ამ ფენომენის უკეთ შესწავლა გვსურს." — აცხადებენ იდეის ავტორები.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მკვლევარებმა 15 მოხალისე აარჩიეს, მათ შორის 7 ქალია და 8 მამაკაცი. მოხალისეთა ასაკი 27-დან 50 წლამდეა. ექსპერიმენტი სულ 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის 14 მარტს დაიწყო და 22 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს.

იმისათვის, რომ მონაწილეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, მოხალისეები სპეციალურ სენსორებზე არიან დაკავშირებული და მათი მონიტორინგი მეცნიერებს გამოქვაბულის გარედან შეუძლიათ.   გამოქვაბულში მყოფ მოხალისეებს გარე სამყაროსთან კონტაქტი არ აქვთ. მათ მობილური ტელეფონების, ლეპტოპების და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენების უფლება არ აქვთ.

 

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანების ფსიქიკისთვის მსგავს პირობებში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის და მათ შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღონ. კრისტიკოსები პარალელს სტენფორდის ექსპერიმენტთან ავლებენ. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ექსპერიმენტის შედეგებს სულმოუთქმელად ელოდებიან.

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი

აუცილებელია ვახსენოთ სტეფნორდის ციხის ექსპერიმენტიც, რომელიც 1971 წელს ჩაატარა ექიმმა ფილიპ ზიმბარდომ. ოცდაოთხი შემთხვევითი მოხალისე დაყოფილი იყო ორ ჯგუფად - "მცველები" და "პატიმრები", რის შემდეგაც ისინი იმ პირობებში მოათავსეს, რომლებიც ციხის იმიტაციას ახდენს. 

ზედამზხედველებმა მიიღეს ფორმები, სათვალეები და ხელკეტები; მათ მოუწიათ მორიგეობით მუშაობა, "ციხის" გარშემო შემოვლა და ბრძანების კონტროლი. პატიმრებსეცვათ არასასიამოვნო, დანომრილი ხალათები და ჩუსტები, ხოლო მათ თავისუფლების შეზღუდვის ნიშნად ჯაჭვები ეკეთათ ტერფებზე. 

ექსპერიმენტი თავდაპირველად ორი კვირის ხანგრძლიობით იყო შექმნილი, მაგრამ ზიმბარდო იძულებული გახდა ექვსი დღის შემდეგ შეეწყვიტა იგი, რადგან სიტუაცია მთლიანად კონტროლიდან გამოვიდა. პირველივე დღეს ზედამხედველებმა ძალაუფლება მიიღეს და მეორე დღეს დაიწყეს პატიმრების აქტიური დაცინვა - ცემა, დაშინება, დათრგუნვა, შევიწროება, დატერორება. მესამე დღეს ზედამხედველებმა პატიმრებს უარი უთხრეს ბანაობის უფლებაზე, ჩამოართვეს ლეიბები, აიძულეს ტუალეტები გაეწმინდათ შიშველი ხელებით და ა.შ. პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც შიმშილობდა, ჩაკეტილ იქნა "სასჯელის საკანში" (კარადაში), საიდანაც ზიმბარდომ პირადად გაათავისუფლა, რადგან ეს ექსპერიმენტის ნაწილი არ იყო.

რიგით ადამიანებში სადისტური ტენდენციები იმდენად მოკლე დროში იჩენდა თავს, რომ ზიმბარდოს უბრალოდ დრო არ ჰქონდა რეაგირება მოეხდინა სიტუაციის სპონტანურ ცვლილებებზე. ამავე დროს, პატიმრები, თავის მხრივ, ფსიქოლოგიურად შეიცვალნენ. ისინი მუდმივად დეპრესიულ, ჩაგრულ მდგომარეობაში იყვნენ, აჯანყების სურვილი უკვე მეოთხე დღეს გავიდა და სხვებიც მზად იყვნენ დაეტოვებინათ ექსპერიმენტი, თანხის ანაზღაურების გარეშეც კი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი და შემზარავი ექსპერიმენტები

ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტები კაცობრიობის ისტორიაში

როგორ გამოიყურება სახლი გამოქვაბულში, რომელიც 1 მლნ დოლარი ღირს

დაუჯერებელი ისტორია- როგორ ააშენა ღარიბმა ფოსტალიონმა ულამაზესი სასახლე?

 

myquiz