ნახეთ როგორ აქციეს ძველი ავტობუსი კომფორტულ სახლად მეგობრებმა | Allnews.Ge

ნახეთ როგორ აქციეს ძველი ავტობუსი კომფორტულ სახლად მეგობრებმა

იმისათვის, რომ საკუთარი სახლი გქონდეს სულაც არ ყოფილა აუცილებელი გრანდიოზული მშენებლობის წამოწყება ან იპოთეკური სესხის აღება. შეიძლება ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლზე ფიქრი, რაც გააკეთეს კიდეც დაქალებმა ლოს ანჯელესიდან. მათ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ბანკის სესხის გადასახადებზე და სახლის მოსაწყობად არც მეტი, არც ნაკლები, ძველი ავტობუსი შეიძინეს. კრეატიულმა გოგონებმა ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება ძალიან კომფორტულ საცხოვრებელ სახლად აქციეს, სადაც საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრობენ.

საერთოდ, სატრანსპორტო საშუალების საცხოვრებელ ფართად გადაკეთება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დროს ტრადიციად ჩამოყალიბდა. ეს ძველი, ჩამოწერილი სკოლის ავტობუსი მეგობრებმა 7,5  ათას დოლარად შეიძინეს.

სანამ გოგონები საქმეს შეუდგებოდნენ, შეიმუშავეს დიზაინ-პროექტი და მიხვდნენ, რომ სპეციალისტის გარეშე ამის გაკეთება გაუჭირდებოდათ. პროფესიონალების დახმარება გახდა საჭირო აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციების გასაყვანად, ასევე შიდა ინტერიერის დასაგეგმად, სანტექნიკის და კონდიციონერს დამონტაჟების დროს.

ავეჯი ერთ-ერთი მეგობრის მშობლების ავეჯის ფირმამ დაუმზადა.

მართალია, რეკონსტრუქცია არც ისე იაფი, დაახლოებით 42,5 ათასი დოლარი დაჯდა, თუმცა ამერიკისთვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად ეს თანხა ბევრი ნამდვილად არ არის.

რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად გოგონებმა შედეგად მიიღეს კომფორტული, სრულფასოვანი საცხოვრებელი სახლი მოზრდილი მისაღები ოთახით, ორკაციანი საძინებელი, სამზარეულო, სასადილო ზონა და აბაზანა.

მართალია, დაქალები ამ სახლით სამოგზაუროდ წასვლას არ აპირებენ, თუმცა მისი მობილობა დამატებით ბონუსად შეიძლება ჩაითვალოს.

shin.ge