“ჟოეკვარა“ აფხაზეთში, “აკროპოლისი“ მექსიკაში – მიტოვებული მოლები მსოფლიოში (+ფოტო) | Allnews.Ge

“ჟოეკვარა“ აფხაზეთში, “აკროპოლისი“ მექსიკაში – მიტოვებული მოლები მსოფლიოში (+ფოტო)

სისტემურად გამართული და საათივით აწყობილი ბიზნესი - სავაჭრო ცენტრი, ნებისმიერი საქმიანი პირისთვის შემოსავლის საკმაოდ იოლი წყაროა. სავაჭრო ცენტრი უამრავ მომხმარებელს იზიდავს, თუმცა არსებობენ დღეს უკვე მიტოვებული მოლები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ათეული წლებია უფუნქციოდ დგანან. მათ შორის არის აფხაზეთში მდებარე “ჟოეკვარა“, რომელიც ერთ - ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტს წარმოადგენდა და თავის დროზე იქ სიცოცხლე ჩქეფდა.

წარმოგიდგეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ სავაჭრო მოლებს, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ.

სავაჭრო ცენტრი “ჟოეკვარა“- საქართველო, აფხაზეთი (გაგრა)

გასული საუკუნის 90 – იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლისა და სეპარატისტული ბრძოლების შემდეგ, ჩრდილო – დასავლეთ საქართველოში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებული შენობების ძირითადი ნაწილი მიტოვებული და მოუვლელია.

სავაჭრო ცენტრ “ჟოეკვარაში“, რომელიც გაგრაში მდებარეობს, ერთ დროს საბჭოთა ელიტისთვის განკუთვილი ულამაზესი მაღაზიები ფუნქციონირებდა. ტურისტებს და დამსვენებლებს მოლი უამრავ გასართობ წერტილებს სთავაზობდა. მათ შორის რესტორანი, სხვა კვების ობიექტები, ტანსაცმლის, აქსესუარების და გასართობი მაღაზიების ფართო არჩევანი იყო. დღეს შენობა სრულად ამორტიზირებულია. უცნობია, თუ ვინ არის “ჟოეკვარას“ მესაკუთრე.

afxaz-1616503391.jpg

აკროპოლისის სავაჭრო ცენტრი - მექსიკა

მე -20 საუკუნის 80-იან წლებში აშენებული სავაჭრო ცენტრის პოპულარობა 1990-იან წლებში შემცირდა. “აკროპოლისის“ ნანგრევები მეხიკოს ერთ – ერთ უძველეს ქალაქში დღემდე არსებობს.

ანგარიშებში ნათქვამია, რომ მოლის ამუშავება “ამ რეგიონში არსებული დაბინძურების მაღალი დონის გამო“ ვერ მოხერხდა.

meqsika-1616503302.jpg

სავაჭრო ცენტრი Hawthorne Plaza -აშშ, ლოს-ანჯელესი

40 ჰექტარზე გაშენებული, ლოს-ანჯელესში მდებარე County Hawthorne Plaza 1977 წელს გაიხსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა ორი ათეული წლის შემდეგ სავაჭრო ცენტრი დაიხურა. როგორც ცნობილია, უნდა მომხდარიყო შენობის რეაბილიტაცია, რისთვისაც 500 მილიონი დოლარი გამოიყო, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება არ განხორციელდა და დღეს ის ნანგრევებად არის ქცეული.

სავაჭრო ცენტრში კლიპები აქვთ გადაღებული ბიონსესა და ტეილორ სვიფტს.

los-1616503264.jpg

სავაჭრო ცენტრი New World - ბანგკოკი

ბანგკოკში, ცენტრი New World Mall 1980-იანი წლების დასაწყისში აშენდა, მაგრამ 1997 წელს, დაგეგმვის დარღვევის აღმოჩენის შემდეგ დაიხურა. ცენტრი 11-სართულიანი იყო, მშენებლობის ნებართვა კი მხოლოდ 7 სართულზე იყო გაცემული. გახსნიდან ორი წლის შემდეგ ხანძარმა სახურავი გაანადგურა, წვიმის დროს კი იატაკი დაიტბორა. ამ პროცესებმა ადგილზე კოღოების გამრავლება გამოიწვია, რისთვისაც მტკნარ წყალში თევზი გაუშვეს.

თევზი სწრაფად გამრავლდა და მიტოვებული სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე არსებული კუსტარული აუზი მალევე შეავსო. დღეს შენობა მთლიანად ველურ სიმწვანეშია ჩაფლული.

bangk-1616503230.jpg

განაგრძეთ კითხვა