საიდუმლო სასახლეები, თვითმფრინავების კოლექცია, ასობით ავტომობილი - როგორ ცხოვრობს ირანის იდუმალებით მოცული უზენაესი ლიდერი | Allnews.Ge

საიდუმლო სასახლეები, თვითმფრინავების კოლექცია, ასობით ავტომობილი - როგორ ცხოვრობს ირანის იდუმალებით მოცული უზენაესი ლიდერი

აიათოლა ალი ხამენეი ირანის სულიერი ლიდერი და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალია, რომელსაც ეკუთვნის საბოლოო სიტყვა ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე.

82 წლის სასულიერო პირი უზენაესი ლიდერი გახდა 1989 წელს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებელი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი გარდაიცვალა. ის აკონტროლებს ირანის პოლიტიკას, მის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ გამოსვლებს, რომელიც დროდადრო იჩენს ხოლმე თავს, ახშობს, ხშირად ძალმომრეობით. ალი ხამენეი ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა ხისტი საგარეო პოლიტიკით და დაპირისპირებით აშშ-თან.

ის 1939 წელს ირანის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მაჰშადში, რელიგიური სწავლულის ოჯახში დაიბადა. განათლება მშობლიურ ქალაქში, სემინარიაში მიიღო, ხოლო შემდეგ შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში გადავიდა. 1962 წელს შეუერთდა აიათოლა ხომეინის რელიგიურ ოპოზიციურ მოძრაობას შაჰ მუჰამედ ალი ფეჰლევის წინააღმდეგ.

ახალგაზრდა ალი ხამენეი ხომეინის ერთგული მიმდევარი გახდა. ის ამბობს, რომ ყველაფერს რასაც დღემდე აკეთებს, ნაკარნახევია მისი წინამორბედის ხედვით ისლამის შესახებ. ალი ხამენეი აქტიურად მონაწილეობდა შაჰის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში და რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ის მსახურობდა რევოლუციურ საბჭოში, რომელიც დროებით მთავრობას წარმოადგენდა. შემდეგ გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მონაწილეობდა ისლამური რევოლუციის შემდგომ გვარდიის ფორმირებაში, რომელიც მალე ირანის ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია გახდა.

1981 წლის ივნისში იგი მძიმედ დაშავდა თეირანის მეჩეთზე თავდასხმის შედეგად. ამ შემთხვევის შემდეგ მისი მარჯვენა მკლავი პარალიზებული დარჩა. 1989 წლის ივნისში, მოჰამედ ხომენეის გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტთა ასამბლეამ, რომლებსაც სასულიერო პირები შეადგენდნენ, ალი ხამენეი უზენაეს ხელმძღვანელად აირჩია.

ალი ხამენეი და მისი წინამორბედი

 

  • ოჯახი

ხამენეი დაქორწინებულია მანსურე ხოჯასთა ხამენეიზე, რომელთანაც 6 შვილი ჰყავს - 4 ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს. ოთხივე ვაჟს ირანის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილები ჰყავთ ცოლებად, ქალიშვილების ცხოვრების შესახებ კი ბევრი არაფერია ცნობილი.

დიდი დროის განმავლობაში აიათოლას ცოლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა, მათ შორის, არც სახელი. 2011 წელს ირანულ მედიაში ხამენეის ცოლთან უიშვიათესი ინტერვიუ დაიბეჭდა. გთავაზობთ ფრანგმენტს ინტერვიუდან:

ჩემს ქმარს არ აქვს დრო ჩემს დასახმარებლად და მე არც მოველი მისგან დახმარებას. მას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება, რომელიც შეიძლება სხვებისთვის სამაგალითო იყოს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები სახლში არ მოიტანოს. მე, როგორც ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მუსლიმ ქალს, დანარჩენი მუსლიმი დების მსგავსად, მაქვს ჩემი პასუხისმგებლობები, რომლებსაც ვასრულებ მთელი მონდომებით, მაგრამ ოფიციალური პასუხისმგებლობა არ მაქვს. ჩემი ქმარი ჩემგან არაფერს მოელის გარდა ბედნიერი და ჯანსაღი ოჯახური გარემოს შექმნისა - ამბობს მანსურე ხოჯასთა.

  • ასკეტი, თუ ფუფუნების მოყვარული მილიარდერი?

ხამეინის ცხოვრების სტილისა და მისი ქონების შესახებ დასავლურ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არსებობს. ცნობილია, რომ ის თეირანის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი მოიცავს მრავალშენობიან კომპლექსს, სადაც 500-მდე ადამიანია დასაქმებული. როგორც "ტელეგრაფი“ წერს, აიათოლას საცხოვრებელი 50-მდე შენობას აერთიანებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ირანის საკითხების მკვლევარი და ექსპერტი, მეჰდი ხალაჯი კი ამბობს, რომ ხამენეი ცდილობს, მდიდრულ ცხოვრებას გაექცეს...რომ მას სპარტანული ცხოვრების წესი აქვს. თავად ხამენეი საკუთარ თავს ასკეტს უწოდებს, რომელიც მხოლოდ სამოსს იცვამს და ჭამს.

არსებობს მისი სასახლეების ამსახველი ფოტოები, რომლებიც თანამგზავრიდანაა გადაღებული

 

"ჩვენ არ გვაქვს ჩვეულებრივი დეკორაციები, ჩვენ წლების წინ გავათავისუფლეთ საკუთარი თავები ამ ნივთებისგან“ - ამბობს ხამენეის ცოლი.

მეორე მხრივ კი, Mother Nature Network-ი ირწმუნება, რომ ხამენეი გიჟდება BMW-ს მარკის მდიდრულ ავტომიბილებზე. 2011 წელს "დეილი ტელეგრაფთან“ საუბრისას ირანელი დევნილები ამბობდნენ, რომ ხამენეის უყვარს ხიზილალა და კალმახი, ჰყავს ცხენების რემა, სადაც დაახლოებით 100 ცხენია, აგროვებს ანტიკვარულ და ძვირადღირებულ ნივთებს და საიდუმლოდ აქვს დაახლოებით, 6 სასახლე, დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები ასევე ირწმუნებიან, რომ მისი ოჯახის წევრები ჩართულები არიან საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობაში.

განაგრძეთ კითხვა