"მფრინავი გემი 3“ - კიდევ ერთი "ჰაერში მოლივლივე" ტანკერი და შთამბეჭდავი მირაჟული სანახაობა ბრიტანეთში | Allnews.Ge

"მფრინავი გემი 3“ - კიდევ ერთი "ჰაერში მოლივლივე" ტანკერი და შთამბეჭდავი მირაჟული სანახაობა ბრიტანეთში

"ჰაერში მოლივლივე" გემი, ან როგორც მას უწოდებენ "მფრინავი გემი" დიდ ბრიტანეთში უკვე აღარავის აკვირვებს. უიშვიათესი მირაჟული სანახაობა ამჯერად კორნველის მაცხოვრებლებმა აღბეჭდეს. ფოტოზე ჩანს, როგორ ლივლივებს გიგანტური ტანკერი ჰაერში.

როგორც მეტეოროლოგმა ჯენ ბართრამმა განაცხადა, ყოველივე უკავშირდება ე.წ. ზედა მირაჟს, რაც ტემპერატული ინვერსიითაა გამოწვეული, მეტეოროლოგი განმარტავს, რომ ტემპერატული ინვერსია გულისხმობს ჰაერის ტემპერატურის მატებას სიმაღლის ზრდასთან ერთად, ნაცვლად ჩვეულებრივი კლებისა.

ჯენ ბართრამის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა წყლის ზედაპირთან ახლოს ჰაერი უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე მის ზემოთ არსებული მასა. შედეგად, სინათლის სხივების განსხვავებულად გარდატეხა ხდება და თვალიც გამოსახულებას განსხვავებულად აღიქვამს.

ცნობისთვის, მსგავსი ფენონემენი რამდენიმე დღის წინ, ორჯერ დააფიქსირეს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ზედა მირაჟი და მსგავსი სანახაობა არქტიკულ ნაწილში ხშირია, თუმცა ბრიტანეთში ეს იშვიათი მოვლენაა.

წყარო: theguardian