კურდღლის ტუჩი, ექვსი თითი, განუვითარებელი კიდურები - ვარსკვლავები, რომლებიც თანდაყოლილი ანომალიებით დაიბადნენ | Allnews.Ge

კურდღლის ტუჩი, ექვსი თითი, განუვითარებელი კიდურები - ვარსკვლავები, რომლებიც თანდაყოლილი ანომალიებით დაიბადნენ

იდეალური არავინაა და ადამიანმა ფიზიკური ნაკლის გამო თავდაჯერება არ უნდა დაკარგოს. წარმატების შანსი ყველას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ უნაკლო სხეულით არ დააჯილდოვა. ამ ვარსკვლავების მაგალითი ცხადყოფს, რომ გამოკვეთილი ფიზიკური ნაკლითაც შესაძლებელია ცხოვრებით ტკბობა.

თითების დეფორმაცია

მეგან ფოქსი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლება, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი აქვს - ბრაჰიდაქტილია. ეს თითების დეფორმაციაა. მეგანს ძალიან მოკლე, განიერი და ულამაზო თითები აქვს. ესაა, რაც გარეგნულად ეტყობა.

ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ჯენიფერ გარნერი ტერფის ძვლების განვითარების დეფექტით იტანჯება. ამის გამო თითების არაბუნებრივი წყობა აქვს. ზომაშიც საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამის მიუხედავად, ოპერაციას არ ჩქარობს და არხეინად ატარებს ღია ფეხსაცმელებს.

mshoblebi

ზარმაცი თვალი

პერის ჰილტონის საფირმო ირიბი მზერა სულაც არ გახლავთ ფოტოპოზირებისთვის დამახასიათებელი ჩვევა. მისი მარცხენა თვალი ზომაში აშკარად ჩამორჩება მარჯვენას, რადგან ქუთუთოს კუნთი დასუსტებულია. პერისმა შეძლო და ეს ნაკლი ღირსებად აქცია. სხვათა შორის, იგივე პრობლემა ჰქონდა დემი მურს, თუმცა მას ბავშვობაში ოპერაცია გაუკეთეს. მას მერე სათვალეს ატარებს, თუმცა არა წითელ ხალიჩაზე და ფოტოსესიების დროს.

mshoblebi

კურღლის ტუჩი

ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი კურდღლის ტუჩით დაიბადა. მას დღემდე აქვს იარა ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის. ამიტომაც ხშირად უშვებს წვერს. ეს დეფექტი 600 ახალშობილიდან ერთს ემართება. 

mshoblebi

6 თითი

მსახიობ ჰოლი ბერის ფეხებზე 6-6 თითი აქვს. ის არაფერში ხელს არ უშლის, თუმცა უცნაურად გამოიყურება. იგივე ნაკლი აქვს ოპრა უინპრის. „ჯეიმს ბონდისა“ და „სპარსეთის პრინცის“ ვარსკვლავს ჯემ არტერტონს კი ორივე ხელზე 6-6 თითი ჰქონდა. ექიმებმა ისინი ჩვილობის ასაკშივე მოაჭრეს. mshoblebi

3 ძუძუ

ტილდა სუინტონზე ბევრჯერ უთქვამთ, რომ უცნაური გარეგნობა აქვს. აღმოჩნდა, რომ თანდაყოლილი დეფექტიც განსაკუთრებით უცნაური ჰქონია - ტილდას მესამე ძუძუც აქვს. თურმე ეს არც ისეთი უკიდურესი იშვიათობა ყოფილა, უბრალოდ ხშირად ის დიდ ხალს წააგავს. შეიძლება, ბევრმა არც იცის, რომ მისი თანდაყოლილი ლაქა სინამდვილეში ძუძუს არეოლა.

mshoblebi

ჰეტეროქრომია

სხვადასხვა ფერის თვალი არც ისე დიდი იშვიათობაა და ალბათ ერთადერთი ანომალია, რომელიც ადამიანს ალამაზებს. მსახიობი კეიტ ბოსუორტი მშვენივრად აჟუჟუნებს თავის ფერად „ანომალიურ“ თვალებს და ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. ჰეტეროქრომია აქვთ დევიდ ბოუის, მილა კუნისს, ჯეინ სეიმურს და კიფერ საზერლენდს.

mshoblebi განაგრძეთ კითხვა

myquiz