,,იობაი"- შოკისმომგვრელი იაპონური ჩვეულება, რომელიც მე-20 საუკუნის შუა წლებამდე არსებობდა | Allnews.Ge

,,იობაი"- შოკისმომგვრელი იაპონური ჩვეულება, რომელიც მე-20 საუკუნის შუა წლებამდე არსებობდა

გასული საუკუნის შუა წლებამდე იაპონიაში ნამდვილად ძალიან საინტერესო ჩვეულება არსებობდა სახელად “იობაი" იო (ღამე) ბაი (ხოხვა).

ამ ჩვეულების არსი კი შემდგომში მდგომარეობდა: ახალგაზრდა იაპონელი მამაკაცები შუაღამით იპარებოდნენ გაუთხოვარი გოგონების სახლებში, აღვიძებდნენ შეხებით და თუკი უარს არ ეტყოდნენ, მაშინ მათთან სექსით კავდებოდნენ. რაც მთავარია, მამაკაცი აუცილებლად შიშველი უნდა ყოფილიყო სახლში შეპარვამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იფიქრებდნენ, რომ მძარცველი იყო.

მას მხოლოდ სახის დაფარვის უფლება ჰქონდა ასეთ დროს და ქალის წინაშე უცნობი ახალგაზრდის ამპლუაში დგებოდა. ამ დროს მამაკაცს ყველაფერი ჩუმად უნდა გაეკეთებინა, ჩუმად უნდა შესულიყო ოთახში.

ეს უჩვეულო ტრადიცია საშუალებას აძლევდა ახალგაზრდებს, რომ საქვეყნოდ არ შერცხვენილიყვნენ ფიზიკური კონტაქტის გამო. ერთ-ერთი “პლუსი" ისიც იყო, რომ ამგვარი კონტაქტის შემდეგ, დაქორწინება არ იყო სავალდებულო, თუმცა, რა თქმა უნდა ასეთებიც ხდებოდა. მრავალი მშობელი სპეციალურადაც ტოვებდა რაიმე სასუსნავს, იმ იმედით, რომ მათ შვილთან ღამე ვინმე, უცნობი მამაკაცი შემოიპარებოდა და და შედეგად შეიძლებოდა შვილიც გაეთხოვებინათ.

ხოლო თუკი მათ სახლში არავინ იპარებოდა, მაშინ გოგონას ოჯახისთვის და ნათესავებისთვისაც კი უკვე ცუდის ნიშანი იყო.

წყარო: Intermedia.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია- რაში მდგომარეობს იაპონელების ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო?

იაკუძა- იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული

ვოდაბე- უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები მაკიაჟითა და ვარცხნილობით ქალების მოხიბვლას ცდილობენ

უცნაური ტრადიცია ინდოეთის სოფელში- რატომ იკეთებდნენ ქალები საცობებს ნესტოებთან