"მათთვის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, როგორი იყო აფხაზეთი..." - ნახეთ წლების წინანდელი ულამაზესი ფოტოები ოკუპირებული რეგიონიდან | Allnews.Ge

"მათთვის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, როგორი იყო აფხაზეთი..." - ნახეთ წლების წინანდელი ულამაზესი ფოტოები ოკუპირებული რეგიონიდან

ინტერნეტმომხმარებელი ხათუნა კაკულია სოციალურ ქსელში აფხაზეთის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც წლების წინ, ოკუპირებამდეა გადაღებული.

ფოტოები სოხუმში, ოჩამჩირეში, გაგრაში და ბიჭვინთაშია გადაღებული და სრულად ასახავს, როგორი ზღაპრული იყო იქ ყველაფერი, სანამ რეგიონში ომი დაიწყებოდა.

"მათთვის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს როგორი იყო აფხაზეთი. ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ ამ სამოთხიდან, ძალით გვაიძულეს. მაგრამ უფლის ნებით. ჩვენ დავბრუნდებით.!!! სოხუმი, ოჩამჩირე, გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი,რიწა.." - წერს კაკულია.