რატომ არის საშიში დიდი მუცელი მამაკაცებისათვის | Allnews.Ge

რატომ არის საშიში დიდი მუცელი მამაკაცებისათვის

დიდი მუცელი მეტყველებს აბდომინურ სიმსუქნეზე, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია. ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი, ის წარმოადგენს სახიფათო სიმსუქნეს.

მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია წელის გარშემოწერილობა. როდესაც ეს მაჩვენებელი 94 სმ-ზე მეტი ხდება, ეს უკვე საყურადღებოა. ამ დროს სხეულის მასის ინდექსს იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.

მუცლის ასეთი ზომებისას, იზრდება ინსულტის მიოკარდიუმის ინფარქტის, შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი.

ეს დაავადებები, კი როგორც ცნობილია იწვევს ინვალიდიზაციას. დიდი მუცლის პრობლემა ახალგაზრდა მამაკაცებსაც (35 წლის ასაკისთვის) აწუხებთ. აუცილებელია მათ ჩაიტარონ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ჰორმონებისა და სხვა მაჩვენებლების კვლევა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვების კორექციაა. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცომეული, პიცა, მაიონეზი, ფასტ-ფუდი, გაზიანი სასმელები.