რატომ აშენებენ ამერიკელები სახლებს თაბაშირმუყაოსა და ფანერებისგან | Allnews.Ge

რატომ აშენებენ ამერიკელები სახლებს თაბაშირმუყაოსა და ფანერებისგან

იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკაში სახლებს მუყაოთი აშენებენ, ბევრი ხუმრობა არსებობს. პირელ რიგში ამაზე თავად ამერიკელები ხუმრობენ. ჩვენ თანამემამულეებს კი გაუჭირდებათ ამის დაჯერება, მაგრამ დიახ, ამერიკაში სახლებს სწორედ თაბაშირ-მუაოთი, მუყაოთი და ფანერებით აშენებენ. გამონაკლისი დაშვებულია ხოლმე, როგორც წესი, საყრდენ კედლებზე. ალბათ ბევრს დაებადება კითხვა, რატომ ირჩევენ ამერიკელები ასეთ არასანდო მასალას? საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს.

1. იაფი მასალა და სწრაფი მშენებლობა

პირველი და მთავარი მიზეზი მასალის სიიაფესა და სწრაფ მშენებლობას უკავშირდება. თაბაშირმუყაოს სახლები მალე შენდება და საჭიროების შემთხვევაში, მისი დემოტაჟიც სწრაფად ხერხდება.    აქ სახლები არ შენდება 100 წლიანი ექსპლუატაციის მიზნით.

აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ყველაზე იაფი სახლის მშენებლობაც კი ამერიკაში 200 ათასი დოლარი ჯდება. საშუალო ფენის ადამიანები, რომელთა წლიური შემოსავალიც 50- 60 ათასი დოლარია თავისუფლად შეძლებს მსგავსი ფასის სახლის აშენებას კრედიტით. კრედიტის დაფარვის ვადა კი ამერიკაში, როგორც წესი, 10-15 წელია.

2. უსაფრთხოება

ამერიკში ხშირია ქარბუქი და წყალდიდობა. სავარაუდოდ, სახლი აუცილებლად დაზიანდება აღნიშნული კატაკლიზმის შედეგად. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მასალის ქვეშ მოყვება ადამიანი. რისკის შემცირების მიზნით, ჯობია მშენებლობისთვის შერჩეული იყოს მაქსიმალურად მსუბუქი მასალა. ამ მასალის ქვეშ მუშაობა მაშველებსაც ბევრად მარტივად შეეძლებათ.

3. ეკონომია რემონტის დროს

როგორც წესი, ამერიკის გარეუბანში მცხოვრები ადამიანები მშენებლობის დასრულების შემდეგ სერიოზულ რემონტს არ აკეთებენ ხოლმე. კეთდება მხოლოდ შპალერი ან იღებება კედლები, ძალიან ხშირად ხმის იზოლაციაც კი არ კეთდება ხოლმე, კაპიტალური რემონტის ცნება აქ უბრალოდ არ არსებობს. 30-50 წლის შემდეგ, როდესაც მასალა მოძველდება, ახალი სახლის აშენება ბევრად მარტივია.

shin.ge