წარმატებული და მდიდარი ადამიანები, რომლებსაც დიპლომი არ აქვთ | Allnews.Ge

წარმატებული და მდიდარი ადამიანები, რომლებსაც დიპლომი არ აქვთ

iPhone, რომელიც, სავარაუდოდ, ამ სტატიის კითხვისას ხეში გიჭირავთ ან ჯიბეში გიდევთ და და Windows-ის უკანასკნელი ვერსია, რომელიც დესკტოპზე გიყენიათ იმ ადამიანების მიერ არის გამოგონილი, რომლებსაც უნივერსიტეტი არასდროს დაუმთავრებიათ. დარწმუნებული ვარ სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის შესახებ უკვე გსმენიათ, თუმცა ისინი ერთადერთნი არ არის, ვინც მნიშვნელოვან წარმატებას უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მიაღწიეს. უდიპლომო წარმტებულ ადამიანებს შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და მწერლებიც კი.

ბრედ პიტი ახლა ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო თავისი კარიერული გზა რომ არ შეეცვალა და მისურის უნივერსიტეტი დიპლომის აღებამდე არ მიეტოვებინა.   ელენ დეჯენერესმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი მისთვის არ იყო, უმაღლესი განათლების მიეღებას თავი პირველი სემესტრის დასრულებისთანავე დაანება და ახალი ორლენის უნივერსიტეტიდან გამოვიდა. ამის ნაცვლად ელენმა სწორი მომენტი დაიჭირა და კომედიურ მონოლოგებში მოსინჯა საკუთარი თავი, რის შედეგადაც 1986 წელს ის The Tonight Show-ში გამოჩნდა. ჯორჯ კლუნიმ თავის დროზე არჩევანი ჟურნალისტიკაზე შეაჩერა და კენტუკის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერებულა და სასწავლებლად ცინცინატის უნივერსიტეტში გადავიდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა თავის ოცნებას გაჰყოლოდა და მსახიობი გამხდარიყო, ამიტომ დღეს მსოფლიოშის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ადამიანი უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე დარჩა.

სკლის დასრულების შემდეგ კენი ვესტიმ ხელოვნების ჩიკაგოს ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლებლად 1997 წელს სტიპენდია მიიღო და ხატვის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ სასწავლებლად ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა. დიდ ხანს არც აქ გაჩერებულა და მას შემდეგ რაც 20 წლის გახდა, გადაწყვიტა უნივერსიტეტი მიეტოვებინა და თავის ოცნებას გაჰყოლოდა - ოცნებას, რომ გამხდარიყო მუსიკოსი. The College Dropout კენი ვესტის სადებიუტო ალბომი იყო, რომელმაც გრემის ჯილდი მიიღო. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამაარსებელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტი სწორედ იმისთვის მიატოვა რომ Facebook-ის თანადამფუძნებელი გამხდარიყო. მარკ ცუკერბერგი  Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლის აპრილში გახდა და 2014 წლის ივლისის მონაცემებით, მისი პირადი ბიუჯეტი 33,1 მილიარდ დოლარს ითვლიდა. თუმცა ფილანთროფი ახლა ხელფასის სახით მხოლოდ 1 დოლარს იღებს.

ოპრა უინფრიმ თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებამდე მიიღო და მერლენდში რეპორტიორად მუშაობის შემოთავაზებას დასთანხმდა. შესაბამისად, მას უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.

ინგლისელმა ბიზნეს მაგნატმა, ინვესტორმა და ფილანტროფისტმა რიჩარდ ბრანსონმა კი 16 წლის ასაკში გაზეთი The Student დაარსა, რომელსაც სკოლაში თავის თანატოლებში ავრცელებდა. მოგვაინებით კი ცნობილი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვა დაიწყო, რომლებსაც საკუთარი მანქანით დაატარებდა და მაღაზიებშიც აბარებდა, ამას ფირფიტების საკუთარი მაღაზიის გახსნა მოჰყვა. ასე ჩაეყარა საფუძველი Virgin Records-ს. ყველაფერი სწავლაზე უარის თქმით დაიწყო.

უილ სმიტმა თავისი ოცნების კარიერის შექმნისთვის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საინჟინრო პროგრამაზე სწავლაზე უარი თქვა.

ტედ ტერნერი, რომელის ქონება ამ დროისთვის 2,2 მილიარდ დოლარს ითვლის უნივერსიტეტიდან თავისი ნებით არ წამოსულა, ის მას შემდეგ გამოაგდეს, რაც საერთო საცხოვრებლის მის ოთახში ქალი აღმოაჩინეს. საბედნიეროდ მან მამის სარეკლამო კომპანიაში დაიწყო მუშაობა და წარმატებისკენ პერმანენტული სვლა დიპლომის გარეშე დაიწყო. გასულ საუკუნეში უნივერსიტეტის დამთავრება იშვიათობას წარმოადგენდა, თუმცა მაინც საინტერესო ფაქტია, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ჯონ როკფელერმა წარმატებას ყოველგვარი უმაღლესი განათლების გარეშე მიაღწია.

უმაღლესი განათლება არ მიუღია არც ჰენრი ფორდს, რომელმაც თავისი მაქნანით წარმოებისა და ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა. მან ოჯახური ფერმა 16 წლის ასაკშია მიატოვა და საცხოვრებლად დეტროიტში გადავიდა და მანქანების მაღაზიას პრაქტიკის მიღებისთვის მიებარა. თავისი პირველი მანქანა ჰენრი ფორდმა 1896 წელს შექმნა.

უკვე არსებული მაგალითებიდან გამომდინარე შეიძლება არც გაგიკვირდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ თქვენს საყვარელ ჰოლივუდის მსახიობებს შარლიზ ტერონს, ჯონი დეპსა და ჯიმ ქერისაც არ დაუმთავრებიათ უნივერსიტეტი. აქვე გეტყვით, რომ ეს ცნობილი და წარმატებული ადამიანების სრული ჩამონათვალი არ არის, ვინც კარიერის მწვერვალებს უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე მიაღწიეს.

თუმცა, საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილმა ადამიანებმა უნივერსიტეტი იმიტომ მიატოვეს, რომ ზუსტად იცოდნენ რა უნდოდათ და რა მიმართულებით აპირებდნენ საკუთარი რესურსების მიმართვას.

ასევე დაგაინტერესებთ:

მილიარდერები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ

რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები პარასკევ საღამოს

რატომ აცვიათ წარმატებულ ადამიანებს ყოველდღე ერთი და იგივე

პრისცილა ჩანი- როგორ გახდა ჩინელი ლტოლვილების ქალიშვილი ამერიკელი მილიარდერის მარკ ცუკერბერგის მეუღლე