ინფორმაცია, რომელსაც ჩინეთი მალავს- რას წარმოადგენს უძველსი თეთრი პირამიდები, რომელთა ნახვის უფლება მეცნიერებსაც კი არ აქვთ
საიდუმლოებით მოცული ისტორია ჩინეთის თეთრი პირამიდის შესახებ, დასავლეთისთვის ცნობილი გახდა 1940-იან წლებში, პილოტ ჯეიმს ჰაუსმანისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ქ. სიანის შორიახლოს იხილა უზარმაზარი, თეთრი ფერის პირამიდული ნაგებობა. ეს მოხდა 1945 წელს.
თითქოს მან თვითმფრინავიდან გარკვევით დაათვალიერა პირამიდის წვერიც კი, რომელიც ძვირფასი ქვისგან იყო და ძალიან კაშკაშებდა.
ჰაუსმანის მიერ გადაღებული თეთრი პირამიდა
პილოტის სიტყვებით ეს პირამიდა იმდენად დიდი იყო, რომ მსოფლიოში უდიდეს პირამიდად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა, იმავე ველზე, კიდევ ათეულობით სხვა, მომცრო ზომის პირამიდებიც ნახა.
1947 წლის 28 მარტს, გაზეთ The New York Times-ში, გამოქვეყნდა პოლკოვნიკ მორის შიჰანის (აგრეთვე კომპანია Trans World Airlines დირექტორის) მონაყოლი, რომლის მიხედვითაც ჩინეთში მან ნახა გიგანტური პირამიდა.
ორი დღის შემდეგ კი, 1947 წლის 30 მარტს, გაზეთ New York Sunday News-მა გამოაქვეყნა ხსენებული პირამიდის შავ-თეთრი ფოტო, ბრტყელი, წაკვეთილი წვეროთი, აცტეკების პირამიდის მსგავსი. ჟურნალისტების თქმით, ეს ფოტო გადაღებული იყო ჰაუსმანის მიერ, ჩინეთის თავზე გადაფრენის დროს.
აი, როგორ აღწერს თვითონ პილოტი ამ შემთხვევას: "მე შემოვუფრინე მთას, და აღმოვჩნდით ველზე. პირდაპირ ჩვენს ქვემოთ გამოჩნდა თეთრი პირამიდა. ზღაპრულს ჰგავდა. პირამიდის გარშემო თეთრი ნათება ციმციმებდა. ის მთლიანად თეთრი იყო. ყველაზე საინტერესო მისი ზედა ქვა იყო–ძვირფასი მასალის დიდი ნატეხი, რომელიც ძალიან ჰგავდა ძვირფას ქვას. გაოცებული დავრჩი მისი კოლოსალური ზომებით".
თუმცა ხსენებული შავ-თეთრი ფოტო, რომელიც თითქოს ჰაუსმანის გადაღებულია, მაინცდამაინც არ ემთხვევა ამ მონათხრობის მონაცემებს, და ამან პუბლიკის ცოტაოდენი იმედგაცრუება გამოიწვია. არის ეჭვი, რომ ამ სურათს არავითარი კავშირი არ აქვს თეთრ პირამიდასთან და მასზე სიანის ველის სრულიად სხვა პირამიდაა აღბეჭდილი.
შემდგომ, მოულოდნელად ჰაუსმანის მთელი ისტორია და ფოტო გაასაიდუმლოვეს. არცერთი გაზეთი, არცერთი ჟურნალი, აღარ აქვეყნებდა არავითარ ცნობას მის შესახებ 45 წლის მანძილზე. ითვლება, რომ ეს ისტორია შეგნებულად მკაცრად "დაასაფლავეს" აშშ შეიარაღებული ძალების საიდუმლო სამსახურების არქივებში.
ამის შემდეგ ბევრმა დასავლეთის მკვლევარმა სცადა სიანის თეთრი პირამიდის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ უშედეგოდ. გარდა ამისა, ხსენებული შავ-თეთრი ფოტოს გარდა, ქსელში შეუძლებელია თეთრი პირამიდის სხვა ფოტოების მოძიება. არის მხოლოდ რამდენიმე სურათი, რომელიც თანამგზავრიდანაა გადაღებული.
ზოგიერთი თვლის, პრობლემა იმაშია, რომ პირამიდები უბრალოდ ძნელად მისადგომ ადგილებშია განლაგებული და იქამდე, რომ მიაღწიო, მაღალი მთებისა და ღრმა ხეობების გადალახვაა საჭირო. ჩინეთის პირამიდებზე მეტ-ნაკლებდ დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუ არა შეუძლებელს.
თეთრი პირამიდის სიმაღლე 300 მეტრია, მაშინ როცა ხეოფსის პირამიდა 147 მეტრი სიმაღლისაა (დღესდღეისობით 136 მეტრია). ზოგიერთი ცნობით, ყველაზე ძველი ჩინური პირამიდის ასაკი 8000 წელზე ნაკლები არ არის. პირველად თეთრი პირამიდა წერილობით წყაროებში მოსენიებულია 5000 წლის წინ.
2000 წელს, ჩინეთის ხელისუფლებას "შემთხვევით წამოსცდა", რომ სიანის ჩრდილოეთით დაახლოებით 400(!) პირამიდა მდებარეობს, თუმცა მათ შორის არ უხსენებიათ თეთრი. ამ პირამიდებიდან ბევრი ყორღანია, სადაც ძველი ჩინური სამეფო ოჯახის წევრი განისვენებს. მათი ამოცნობაც კი ძალიან რთულია, რადგან სამარხები ბუჩქებითა და ხეებით არის დაფარული. მხოლოდ ერთეული სამარხების ნახვაა დაშვებული მნახველებისთვის. განაგრძეთ კითხვა