კორეულად “როგორ ხარ” ჟღერს როგორც “საჭმელი ჭამე”?- საინტერესო ფაქტები სამხრეთ კორეაზე | Allnews.Ge

კორეულად “როგორ ხარ” ჟღერს როგორც “საჭმელი ჭამე”?- საინტერესო ფაქტები სამხრეთ კორეაზე

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს სამხრეთ კორეაზე

60+ ადამიანებს ეძახიან " დაკარგული თაობას". ტერმინი შემოვიდა 90-იან წლებში. ეს იყო პირველი თაობა, რომელთაც წაქცეული, დანგრეული ქვეყნიდან დაიწყეს ძლიერი, გამართული ქვეყნის შენება;

გაჭირვების მეხსიერება ისე აქვთ გამჯდარი, რომ კორეულად მოკითხვა "როგორ ხარ"? ჟღერს ასე: "საჭმელი ჭამე"?;

შემოსავლის 5 პროცენტი ირიცხება საპენსიო ფონდში. ყველაზე მინიმუმ ხანდაზმულთა პენსია შეადგენს 200-250 $, ზოგი პროფესიის საპენსიო თანხა შეიძლება ავიდეს 2000 დოლარამდეც;

ახალი თაობა დიდი პატივისცემითაა განწყობილი ხანდაზმულების მიმართ, მათ გახნეს დღის ცენტრები; დარბიან ერთად, სეირნობენ ველოსიპედით და ეცნობიან ერთმანეთს. დღის ცენტრები იხსნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით;

თავისუფალ დროს კორეელები სულ ვარჯიშობენ. არ აქვს მნიშვნელობა ქარია თუ წვიმაა, უყვართ გარეთ ბაღებში სეირნობა და ვარჯიში;

პარალელები საქართველოსა და კორეას შორის:

- აქაც მოწიწებით და დიდი პატივისცემით ეპყრობიან უფროს ადამიანებს

- გარდაცვლილის პატივის მიგების ტრადიციების თანხვედრა: კორეაშიც აქვთ საკურთხი. ჭიქა ღვინოზე გარდაცვლილის მიმართ გამოთქმული პატივისცემა და საფლავზე ღვინის ჭიქის წაქცევა.

წყარო: Depressed Georgian in South Korea, სოფია კვინიკაძე

myquiz