ვინ იყო ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს | Allnews.Ge

ვინ იყო ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს

ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს. თბილისში არსებობს უძველესი სამედიცინო დაწესებულება, სადაც, შექმნის დღიდან, 500 000-მდე ახალშობილი დაიბადა. ჯერ კიდევ 1873 წელს გაიხსნა მცირე სამშობიარო სახლი, რომლის ბაზაზეც შემდეგ დაიწყო ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობა. მოგვიანებით მას მიენიჭა აკადემიკოს, კონსტანტინე ჩაჩავას სახელი და ეწოდა "აკადემიკოს ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი". ხალხმა ეს სახელი შეამოკლა და "ჩაჩავას კლინიკა" დაარქვა. კონსტანტინე ჩაჩავა არის ერთ-ერთი, ვინც შეცვალა მედიცინის სამყარო. მას წელს, 21 მაისს 100 წელი შეუსრულდებოდა. პროფესორის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე მისმა მოსწავლემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, დოდო სიგუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო გადაცემაში "სახლისკენ" ისაუბრა.

- ბატონ კოტეს აქვს ძალიან დიდი დამსახურება. მისი შრომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აღიარება მოიპოვა არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბატონი კოტე მეანობაში იყო ახალი მიმართულების ფუძემდებელი, რომელიც ეხებოდა ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ნაყოფიდან მდგომარეობას იღებდა ყურით მიდებული სტეტოსკოპით და ბატონმა კოტემ მოსწავლეებთან ერთად, პირველად შეიმუშავა ნაყოფის პირდაპირი ელექტრო ენცეფალოგრამა. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პერინატოლოგი და იმდენად იყო აღიარებული მისი მეცნიერული შრომები, რომ ჩვენს ინსტიტუტს 1981 წელს შეარქვეს მისი სახელი. როდესაც ჩვენვემზადებოდით ბატონი კოტეს 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ის გარდაიცვალა.

- ბატონი კოტე გარდა იმისა, რომ კვალიფიკაციას იმაღლებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის უცხოეთში აგზავნიდა ახალგაზრდა კადრებს, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო მაშინ. როგორ ხდებოდა ეს?

- ბატონ კოტეს ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. მეოცე საუკუნის დასასრულს, ვინც კი რაღაცას წარმოადგენდა მეანო- გინეკოლოგიაში, ყველანი იყვნენ მისი მოსწავლეები. ბატონმა კოტემ დაამყარა კავშირი სხვადასხვა ქვეყანასთან. მაშინ ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ეს წამოწყებული სამეცნიერო შრომები, რომ ჩვენს ინსტიტუტთან ურთიერთობა უნდოდა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს. აქ იყო: უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, იაპონია. შემდეგ უკვე ეს კავშირები გააგრძელა მისმა მოსწავლემ, პალიკო კინტრაიამ. საინტერესო კონფერენციებს აწყობდნენ. ისინი ჩვენთან ჩამოდიოდნენ, ჩვენი ექიმები იქ მიდიოდნენ და ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარეთ, ბატონი კოტეს ხელმძღვანელობით. ინსტიტუტში ძალიან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. ერთ-ერთი პირველი პერინატოლოგი, გიუსტ რუტი, იყო ჩამოსული, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტი მექაა, სადაც მსოფლიოს ყველა პერინატოლოგი უნდა ჩამოვიდეს და ისწავლოს. ის, რაც ბატონმა კოტემ და მისმა მოწაფეებმა სამოციან წლებში დაიწყო, მთელ მსოფლიოშია დანერგილი.

- დაახლოებით 18 წლის წინ და უფრო ადრე ბავშვის გაჩენისას მთელი ყურადღება გადატანილიყო იყო ბავშვზე. კონსტანტინე ჩაჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დედას და ნაყოფს ზუსტად ერთნაირ ყურადღებას აქცევდა და ერთნაირად იბრძოდა მათ გადასარჩენად.

- ამ ადამიანს ასეთი უნარი ჰქონდა. მას შეეძლო, განესაზღვრა, რა და როგორ იქნებოდა მომავალში. არსებობს მსოფლიო ორგანიზაცია "ნაყოფი, როგორც პაციენტი" . ამ ასოციაციის პროფესორები ჩამოდიან, რომ აღვნიშნოთ მისი იუბილე და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნის აკადემიკოსი იყო. ეს ძალიან დიდი საქმე და დამსახურება იყო, იმ დროისათვის. წაიკითხეთ სრულად