7 უჩვეულო ქალაქი, რომელიც თითქოს სხვა პლანეტაზე მდებარეობს | Allnews.Ge

7 უჩვეულო ქალაქი, რომელიც თითქოს სხვა პლანეტაზე მდებარეობს

დედამიწის არაერთი ლამაზი ქალაქი და სოფელია, მაგრამ ზოგიერთი იმდენად არაჩვეულებრივია, რომ ძნელი დასაჯერებელია მათი არსებობა.   1. ქალაქი კლდეში, ესპანეთი ესპანეთში, ქალაქი Setenil de las Bodegas უზარმაზარ ბაზალტის კლდეშია გამოკვეთილი და უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. აქ არის ქუჩები, სადაც ცის ნაცვლად ზემოდან მხოლოდ კლდეეის ნახვაა შესაძლებელი.    2. ყველაზე ლურჯი ქალაქი, მაროკო გასაოცრად ლამაზი ქალაქი შეფშაუნი (შავენი) მაროკოში მდებარებს. აქ ყველაფერი ლურჯია: კედლები, კარები, კიბეებიც კი. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქალაქი ასე ებრაელებმა მოხატეს, რადგან მათთვის ცისფერი წმინდა ფერია. მართალია ებრაელები აქ კარგა ხანია აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ტრადიცია გრძელდება.

3. უკანასკნელი უფასო ქალაქი, აშშ კალიფორნიაში არის ასეთი პატარა ქალაქი სლამი, სადაც ძირითადად დასახლებულები არიან ჰობოები - უსახლკაროები, პენსიონერები და ისინი, ვისაც წასასვლელი არ აქვს. აქ ხალხი მისაბმელებსა და ქოხებში ცხოვრობს წყლის, ელექტროენერგიის და მისამართების გარეშე. აქ ასევე არ არის კომუნალური მომსახურება, ისევე როგორც გადასახადები და ქირა.

4. გამოქვაბულის ქალაქი, ტუნისი მატმატა არის სამხრეთ ტუნისის ქალაქი, სადაც მიწისქვეშ უამრავი საცხოვრებელია მოწყობილი. 1970-იან წლებში აქ მიწის ზემოთ სახლების მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ურჩევნია თავის ტრადიციულ სახლში ცხოვრება.   5. ლონგირი, ნორვეგია ნორვეგიის პატარა ქალაქი ლონგირი, არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტი და ადგილი, სადაც ოფიციალურად ვერ მოკვდები. ქალაქში არის სასაფლაო, მაგრამ იგი 70 წელია არავის გამოუყენებია. ამის მიზეზი არის ყინვაგამძლე კლიმატი, რომელიც ხელს უშლის მკვდარი სხეულების დაშლას და მათ ველური ცხოველების მოზიდვის საგნად აქცევს. ამიტომ მიცვალებულები ნორვეგიის დანარჩენ ტერიტორიაზე თვითმფრინავით გადაჰყავთ. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

საოცარი მაროკო- როგორ ცხოვრობენ სახელმწიფოში, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის

10 ქვეყანა, რომლის დედაქალაქი შესაძლოა არასწორად იცოდეთ!

"მოჩვენებების" საბჭოთა ქალაქი ნორვეგიაში, სადაც არავინ ცხოვრობს, ყველა სახლი კი ხელუხლებლად არის შენარჩუნებული

საცხოვრებლად ყველაზე უჩვეულო ადგილები