ჩინური სამზარეულოს ყველაზე შემზარავი საკვები, რომლის ნახვის შემდეგ შიმშილის გრძნობას დაკარგავთ! | Allnews.Ge

ჩინური სამზარეულოს ყველაზე შემზარავი საკვები, რომლის ნახვის შემდეგ შიმშილის გრძნობას დაკარგავთ!

ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, საიდანაც ვირუსი ჯერ ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში, შემდგე კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, კორონავირუსის ადამიანებზე გადადების პირველი შემთხვევა ვუჰანის აგრარულ ბაზარში  დაფიქსირდა, სადაც ვირუსი ბაზარში მყოფ ადამიანებზე ღამურიდან გავრცელდა.

მას შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა უამრავი ფოტო და ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ ჭამენ ჩინელები ღამურებასა და სხვადასხვა ცხოველებსა თუ ქვეწარმავლებს.   დღევანდელ სტატიაში ჩინურ სამზარეულოსა და ყველაზე უცნაურ კერძებზე გიამბობთ.   ჩინური სამზარეულო

ჩინური სამზარეულო ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანი და მსოფლიოში აღიარებულია. ათასწლეულების მანძილზე ჩინეთის მოსახლეობის მსგავსად, მათი სამზარეულოში არსებული ინგრედიენტებიც იზრდებოდა და სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.

ჩინელებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი, გემო და სურნელება, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება კერძი. დროთა განმავლობაში, სხვა ქვეყნების სამზარეულოს ტექნიკა და ინგრედიენტები ერეოდა ჩინურ სამზარეულოს ვაჭრობის და სხვა ფაქტორების გამო. დღესდღეობით ჩინური სამზარეულო  მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბრინჯი, რომელიც გამოიყენება ჩინეთის ყველა რეგიონში. მისი გამოყენებისა და დამზადების პროცესი კი ყველა რეგიონში განსსხვავებულია.

რაც შეეხება საჭმელ ჩხირებს ის ჩინური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ძირითადად გამოიყენება მყარი საჭმელებისთვის, ხოლო წვნიანი საჭმელებისთვის, ჩვეულებისამებრ, კოვზით სარგებლობენ. ბოლო დროს უფრო მეტად გამოიყნება ბამბუკისა და პლასტმასის ჩხირები.

არსებობს ჩინეთის ოთხი ყველაზე ცნობილი რეგიონული სამზარეულოს სკოლა, ესენია: „ჩუანცაი“ – სიჩუანური სამზარეულო, „იუეცაი“ – კანტონური სამზარეულო, „ლუცაი“ – შანტუნგის სამზარეულო და „ხუაი'იანგ ცაი“ – უ ძიანგსუს სამზარეულო.    

ახლა კი არმოგიდგენთ 10 უცნაურ საკვებს, რომელსაც ჩინეთში ხშირად წააწყდებით:

შემწვარი იხვის თავი პანგოლინის წვნიანი პანოპეა გენეროსა გიგანტური ჩინური სალამდერის წვნიანი   ძაღლის მწვადი შემწვარი კალია შემწვარი შავი მორიელი ღამურის სუპი თაგვის და ვირთხის მწვადი ზღვის კიტრი (თევზის სახეობა)  ასევე დაგაინტერესებთ:

10 ყველაზე საშიში საკვები მსოფლიოში, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია

ყველაზე სახიფათო საკვები, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ

ჩინეთში საჭმელი ჩხირების დასამზადებლად ყოველდღიურად 20 მლნ ხეს ჭრიან- საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ