10 ზღაპრული სასახლე ვეროპაში, რომელიც რეალურად არსებობს | Allnews.Ge

10 ზღაპრული სასახლე ვეროპაში, რომელიც რეალურად არსებობს

ნოიშვანშტაინის სასახლე, გერმანია - ბავარიელი მეფის ლუდვიგ II-ის რომანტიკული სასახლე XIX საუკუნეშია აგებული და იმ დროისთვის მისი არქიტექტურა საკმაოდ ექსტრავაგანტური იყო.

სწორედ ამ სასახლემ შთააგონა დისნეილენდის მესვეურებს, მძინარე მზეთუნახავის კოშკი შეექმნათ.

მერცხლის ბუდე, ყირიმი - თავდაპირველად აი-ტოდორის კონცხზე პატარა ხის ქოხი იყო. ახლანდელი სახე კი "მერცხლის ბუდემ" ნავთობმაგნატის ბარონ შტეინგელის წყალობით მიიღო, რომელსაც ყირიმში უყვარდა დასვენება. მან რომანტიკული სასახლის აგება გადაწყვიტა, რომელიც მდინარე რაინის ნაპირებზე მდგარ ციხესიმაგრეს ჰგავს.

რაიხსბურგის სასახლე, გერმანია - ათასწლოვანი სასახლე თავდაპირველად გერმანიის მეფე კონრად III-ის რეზიდენცია იყო, მერე კი - საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის. ციხესიმაგრე ფრანგებმა დაწვეს 1689 წელს, თუმცა 1868 წელს ის გერმანელმა ბიზნესმენმა შეისყიდა და უწინდელი დიდება დაუბრუნა.

სასახლე სტალკერი, შოტლანდია - სტალკერი "მიმინოებზე მონადირეს" ნიშნავს. სასახლე 1320 წელს არის აგებული და მაკჯუგალების კლანს ეკუთვნოდა. იმ დროიდან მისმა კედლებმა ბევრი ცვლილება განიცადა, თუმცა 1965 წელს მისი მფლობელი პოლკოვნიკი სტიუარტი გახდა, რომელმაც საკუთარი ხელით, ცოლთან ერთად აღადგინა სასახლის უწინდელი სახე.

მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი - ეს სასახლე ყოველი მხრიდან ზღვით არის შემოსაზღვრული. საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობაა პარიზის მერე. 709 წელს აგებული სასახლე დღესაც საოცრად გამოიყურება.

ჰოხოსტერვიცის სასახლე, ავსტრია - შუა საუკუნეების სასახლე შორეულ IX საუკუნეში ააშენეს. მისი კოშკებიდან მთელი არემარე ჩანს.

ბლედის სასახლე, სლოვენია - სასახლე ასმეტრიან კლდეზეა აგებული, ბლედის ტბის თავზე. საოცარი ხედის გარდა, რომელიც ფანჯრებიდან იშლება, ამ ადგილს მდიდარი ისტორია აქვს - აქ იყო სერბული სამეფო დინასტიის რეზიდენცია, მოგვიანებით კი - მარშალ იოსიფ ბროზ ტიტოსი.

ჰოენცოლერნის სასახლე, გერმანია - ეს სასახლე გოგენცოლერნის მთის თავზე მდებარეობს, 855 ფუტზე ზღვის დონიდან. აყვავების პერიოდში ამ სასახლეში პრუსიელი იმპერატორების რეზიდენცია იყო.

ბოდიამის სასახლე, ინგლისი - დაარსების მომენტიდან, XIV საუკუნიდან, სასახლემ უამრავი მფლობელი გამოიცვალა, რომელთაგან თითოეულს ბრძოლა უყვარდა. ამიტომ, როცა 1917 წელს ის ლორდმა კერზონმა შეიძინა, სასახლიდან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. საბედნიეროდ, მისი კედლები მალე აღადგინეს და ახლა სასახლე ახალს ჰგავს.

კაშელის სასახლე, ირლანდია - ეს სასახლე ასობით წლის განმავლობაში ირლანდიის მეფეთა რეზიდენცია იყო. იქ V საუკუნეში წმინდა პატრიკი ცხოვრობდა და ქადაგებდა. სასახლის კედლები ოლივერ კრომველის მიერ რევოლუციონერთა ჩახშობის მოწმენიც არიან.