რატომ უნდა ამოიღოთ მაიონეზი კვების რაციონიდან | Allnews.Ge

რატომ უნდა ამოიღოთ მაიონეზი კვების რაციონიდან

ფრანგული წარმოშობის სოუსი, რომელსაც მრავალი ქვეყნის სამზარეულო იყენებს, მავნეა. მაიონეზის შემადგენლობა მარტივია და შეიცავს: მცენარეულ ზეთს, წყალს, კვერცხის გულს, მდოგვს, ძმარს, მარილსა და შაქარს.

მარკეტში ნაყიდი მაიონეზი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სოუსია და ყველაფერს უხდება, ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმს და უამრავ სხვადასხვა დანამატს შეიცავს. მას ნატურალური კვერცხის გულის, ნაცვლად კვერცხის ფხვნილი აქვს.

შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს: ძმარს, მდოგვს, ბევრ მარილს და წიწაკას. პროდუქტი კონსერვირებულია, რაზეც მისი შენახვის ვადა მეტყველებს.

ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული მაიონეზის მაცივარში შენახვა შეიძლება არა უმეტეს 5 დღისა. ის ერთ-ერთ ყველაზე არაჯანსაღი საკვებია, რომელიც არდიეტურია და ძალიან კალორიული. უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული მაიონეზი შეიცავს არაჯანსაღ ცხიმებს.

ამასთანავე ის, ძირითადად, მზადდება სოიოს, სიმინდის, ან მცენარეული ზეთით, რომელიც ომეგა- 6 ცხიმებს შეიცავს. ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიდი რაოდენობით ომეგა-6 და ნაკლები რაოდენობით ომეგა-3 უკვე პრობლემას ქმნის ჯანმრთელობისთვის.

ეს არაჯანსაღი თანაფარდობა, რომელსაც მაიონეზი და სხვა დამუშავებული საკვები უწყობს ხელს, ზრდის გულის დაავადებების, ზოგირთი სახის კიბოს, დიაბეტი ტიპი 2-ის, ოსტეოპოროზის რისკს. ასევე, ანთებითი და აუტოიმუნური აშლილობის რისკს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი.

ცხიმისშემცველი მაიონეზი შეიცავს შაქარს - 1 ს/კ-ზე 4 გრამს, თუ თქვენ სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებთ, მას უნდა მოერიდოთ. თუ თქვენი მიზანია სრულყოფილი ჯანმრთელობა, მოერიდეთ კომერციულ მაიონეზს, ვინაიდან ის უამრავ კონსერვანტს, ასევე მონოზოდიუმის გლუტამატს შეიცავს. გამოიყენეთ სოუსი რაც შეიძლება იშვიათად, ან დაამზადეთ თავად.