რას აკეთებენ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები პლანეტის გადასარჩენად? | Allnews.Ge

რას აკეთებენ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები პლანეტის გადასარჩენად?

კორონავირუსული პანდემიის დროს, როდესაც ბიზნესი კრიზისს ებრძოდა, გარემოსდაცვითი პრობლემები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა. თუმცა, რეალობა მაინც გვკარნახობს, რომ თუ ადამიანებმა პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე ზრუნვა არ დაიწყეს, ამოწურვადი რესურსები საბოლოოდ კაცობრიობის არსებობას შეუქმნის საფრთხეს. მრავალი გლობალური ფირმა ცდილობს შეამციროს ნახშირბადის კვალი, პლასტიკური ნარჩენები და მათი პროდუქტები უფრო მდგრადი გახადოს. მაგალითად, მხოლოდ 2018 წელს ნამარხი საწვავისგან დაბინძურებამ 8,7 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მომდევნო წლებში სტატისტიკამ უფრო იმატა.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ეხმარებიან დიდი კომპანიები დედამიწას და ეკოსისტემას.

NIKE

 

Nike წარმოებაში ზოგიერთი გადამუშავებული მასალის 3/4-ს იყენებს. თუმცა, ეკოლოგიური წარმოების დანერგვის მდგრად გზას ადგას. მოდელის “Nike Air“-ის წარმოებაში კომპანია 50% გადამუშავებულ მასალას იყენებს. ხოლო მისი უახლესი მოდელი SB Dunk sneakers შეკერილია ვეგანური ტყავისგან.

Nike 2025 წლისთვის გეგმავს 100% -ით გადამუშავებული მასალის წარმოებაზე გადავიდეს. გარდა ამისა, კომპანიამ წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების შემცირება.

Microsoft

ტექნიკურმა კომპანიამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის თანახმადაც იგი გეგმავს 2030 წლისთვის "ნახშირბად უარყოფითი" გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროდან მეტ ნახშირბადს მიიღებს, ვიდრე გამოყოფს. 2050 წლისთვის Microsoft გეგმავს მთელი ნახშირბადის ამოღებას გარემოში, რომელიც მან 1975 წლიდან გამოუშვა.

ამის მისაღწევად, გიგატი გეგმავს ახალი შენობების გადაწყობას, რომლებიც მთლიანად განახლებადი ენერგიის წყაროებით იმუშავებენ. Microsoft-ის კორპორატიული კამპუსის მიზანია ნულოვანი ნარჩენების წარმოება. ამის განხორციელებაში AI (ხელოვნური ინტელექტი) მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. Microsoft ასევე გეგმავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას მიწათმოქმედების სფეროში.

LEGO

2018 წელს LEGO– მ გამოუშვა პირველი აგური, რომელიც შექმნილია შაქრის ლერწმის ბაზაზე დამზადებული პლასტმასისგან. კომპანიამ მიზნად დაისახა, რომ 2030 წლისთვის ყველა პროდუქტი ბიო მასალისგან შექმნას.

2019 წლის მაისში LEGO ჯგუფმა მიაღწია მიზანს და საამქროები 100% განახლებადი ენერგიით აღჭურვა. LEGO იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის მისი წარმოება განახლებადი ან გადამუშავებული მასალებისგან შეიქმნება.

myquiz