ენდი ანდერსონის სასაცილო ფრაზები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | Allnews.Ge

ენდი ანდერსონის სასაცილო ფრაზები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ

ალბათ ყველას გახსოვთ პოპულარული მულტფილმი- Life with Louieრომელიც წლების წინ გადიოდა ყოველ დილას ერთ-ერთ ქართულ არხზე. წარმოგიდგენთ ენდი ანდერსონის სასაცილო ფრაზებს, რომლებზეც დღესაც ვხალისობთ:

-ვინ შეგქმნა ლუი! მე, მე და ისევ მე... მართალია, დედაშენიც ცოტათი დამეხმარა

-როდესაც პატარა ვიყავი, ნაძვის ხის სადგამი არ გვქონდა! ამიტომ რიგ- რიგობით ვიჭერდით ხელში

-შენ ხომ მთელი ცხოვრება მტვერს წმენდდი, რეცხავდი და საჭმელს ამზადებდი... საიდან უნდა იცოდე რას ნიშნავს მუშაობა?!

-წვიმს? სად წვიმს? ასეთ ამინდში ჯარში მზის აბაზანებს ვიღებდით

-რაში გჭირდება შინაური ცხოველი ლუი? უმცროსი ძმა ხომ გყავს

-ენდი, ესენი ჩვენი მეზობლები არიან, მათი სახლი დაიტბორა, ამიტომ ჩვენთან დარჩენა შევთავაზე

-მე რა, ნოეს ვგავარ? თუ კიდობანი მაქვს სახლში?

-მამა, ბებია დაბრუნდა

-რატომ?? კბილები დარჩა?

-ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ თავი სარწყავი მგონია

-რა? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო შეამოწმეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!

-ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?

-მე რომ პატარა ვიყავი შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო!

-რამდენჯერ უნდა გითხრა, არასოდეს გააღვიძო ადამიანი, რომელსაც საუთოო დაფაზე სძინავს!

-მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი

-ძვირფასო სიდედრო, როგორც ყოველთვის, ბოდავთ

-რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს გარეთ

-მამა წარმოგიდგენია, მისის ტილმანს ნაძვის ხე არ აქვს

-აი ყოჩაღ, 35 დოლარის ეკონომია გააკეთა

-მაგ ნაძვის ხეს იმხელა ფასი ჰქონდა, უნდა ცეკვავდეს კიდეც!

-იცი როგორ უნდა მოიგო ქალის გული? უთხარი რომ მართალი არ ხარ, მაშინაც კი, როცა მართალი ხარ

-საბრალო მისის ტილმანი, საახალწლოდ სულ მარტო დარჩა

-ბედნიერი

-მამა, შეიძლება რაღაც გკითხო?

-პასუხების მეტი რა მაქვს შვილო, მიდი, მკითხე!