ჩინეთში საჭმელი ჩხირების დასამზადებლად ყოველდღიურად 20 მლნ ხეს ჭრიან- საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ | Allnews.Ge

ჩინეთში საჭმელი ჩხირების დასამზადებლად ყოველდღიურად 20 მლნ ხეს ჭრიან- საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

გამოცემა Business Insider-მა შეადგინა ყველაზე შოკისმომგვრელი ფაქტები ჩინეთის შესახებ.

 

1. ჩინეთში ყოველწლიურად იჩეხება 20 მლნ ხე მხოლოდ იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ბაზარზე საჭმელი ჩხირების მიწოდების მოთხოვნილება.

2. ჩინეთის სარკინიგზო გზო, რომლის სიგრძეა 93 000 კმ პლანეტას ორჯერ მაინც შემოუვლის, რადგან დედამიწის გარშემოწერილობა 40 075 კმ-ია.

3. ჩინეთის ქვანახშირის მთლიანი მარაგი 575 ლურჯი ვეშაპის წონას იწონის. ქვეყანა ქვანახშირის მარაგით (115 მლრდ ტონა) მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. სამყაროში ყველაზე დიდი ცხოველი ლურჯი ვეშაპი კი 200 ტონაზე მეტს იწონის.

4. მოწევა ყოველდღიურად 1 მლნ ჩინელს კლავს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე კვიპროსის მოსახლეობა (865 000). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის მოწევისგან ჩინეთში დღეში 3 მლნ ადამიანი დაიღუპება.

5. ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ათი საათის მერე თენდება. გარდა იმისა, რომ ჩინეთი ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოა, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერიტორიის პატრონიც არის, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უდიდეს მანძილს ფარავს. ვინაიდან ქვეყანაში ერთადერთი დროის სარტყელი არსებობს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ათი საათის შემდეგ თენდება.

6. ხანშიშესული ადამიანების რეგულარული მონახულება სავალდებულოა.

7. ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 8 მლრდ წყვილი წინდა იწარმოება - წინდების ეს რაოდენობა პლანეტის ყველა მცხოვრებს უზრუნველყოფდა.

8. ჩინეთში თვითმკვლელობების რიცხვი აშშ-სთან შედარებით ორჯერ მეტია.

9. ჩინური ახალი წელი 15 დღე გრძელდება

10.ყოველ მეხუთე დღეს ჩინეთში ახალი ცათამბჯენი იხსნება.

11. ჩინეთის კვების მრეწველობა პლანეტის მოსახლეობის 25%-ს უზრუნველყოფს, იმ დროს, როდესაც ქვეყანას პლანეტის სახნავად ვარგისი მიწების მხოლოდ 7% აქვს.

12. ჩინელი მომხმარებლების ხარჯები 2020 წლისთვის სამჯერ გაიზრდება - ივარაუდება, რომ ჩინელ მომხმარებელთა ხარჯები 2.3 ტრილიონიდან (2010 წ.) 6.18 ტრილიონამდე (2020 წ.) გაიზრდება.

13. მსოფლიოში არსებული ღორების ნახევარი ჩინეთშია. ქვეყანა ღორის ხორცის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია მსოფლიოში. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში 475 მლნ სული ღორი არსებობს.

myquiz