სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - რა ქონებას ფლობს ვლადიმერ ჟირინოვსკი | Allnews.Ge

სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - რა ქონებას ფლობს ვლადიმერ ჟირინოვსკი

ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, ვლადიმერ ჟირინოვსკი ხმაურიანი კია, მაგრამ პირად ცხოვრებაში ნაკლებად რევს პრესას. საკმაოდ მოკრძალებულად და უხმაუროდ ცხოვრობს - მისი უძრავი ქონების შესახებ შიგადაშიგ ჩნდება ხოლმე ცნობები.

ვილა-კოტეჯი, რომელშიც 10 წლის წინ დასახლდა ცოლთან ერთად, ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია, თუმცა ამ რაიონში ბინები საკმაოდ ძვირი ღირს. პირველ სართულზე განლაგებულია ბუხრის ოთახი, მისაღები, სამზარეულო და სველი წერტილი სტუმრებისთვის.

საძინებლები საკუთარი სველი წერტილებით, კაბინეტები და სპორტული დარბაზი კი მეორე სართულზე მდებარეობს. სახლს, რა თქმა უნდა, ავტოფარეხიც აქვს. ასეთ სახლებში ხშირად შეხვდებით საუნასა და აუზსაც. მოკლედ, აქ ყველაფერი კეთილმოწყობილია.

მასპინძელს სტუმრიანობა არ უყვარს. სიმშვიდე ურჩევნია, რაიონიც საკმაოდ მშვიდია.

გარდა ამ სახლისა, პოლიტიკოსს კიდევ სამი სახლი აქვს, მათ შორის სამთავრობო აგარაკი, რომელზე ყოფნაც მას არ უყვარს. იქ ხშირად სტუმრობს მისი მეუღლე.

ერთ-ერთი კერძო აგარაკი 800 კვადრატს მოიცავს. იქ არის ავტოფარეხი, აბანო, აუზი. ამბობენ, რომ პატრონს აქ დათვიც კი ჰყავდა. აქ ჟირინოვსკის ძმისშვილი ცხოვრობს. განაგრძეთ კითხვა