სასტიკი მეთოდები, რომლებითაც სპარტელები ბავშვებს ზრდიდნენ | Allnews.Ge

სასტიკი მეთოდები, რომლებითაც სპარტელები ბავშვებს ზრდიდნენ

რატომ ითვლებოდნენ ძველი სპარტას მეომრები ყველაზე ძლიერებად, მამაცებად და უშიშრებად? შეიძლება ამ კითხვებზე პასუხი სპარტელთა აღზრდის მეთოდებშია

1. დაბადების დღიდანვე სპარტანელი უხუცესები ამოწმებდნენ ახალშობილს, თუ რაიმე ფიზიკურ ნაკლს შეამჩნევდნენ, ფაქტობრივად სასიკვდილოდ ტოვებდნენ ველურ ბუნებაში.

2. უფროსები პატარა ბავშვებს ასწავლიდნენ, რომ მარტოობის და სიბნელის არ უნდა შეშინებოდათ, მათ ტირილს კი ყურადღებას არც აქცევდნენ.

3. 7 წლის ასაკში ბავშვები ჯარში გასაწვრთნელად მიჰყავდათ.

4. ახალგაზრდა ჯარისკაცებს ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას, ნადირობას, მსუბუქ ათლეტიკას. ისინი ერთად ცხოვრობდნენ პატარა ქოხებში.

5. ახალგაზრდა სპარტანელებს ტანსაცმელი მხოლოდ 12 წლამდე ეცვათ. შემდეგ კი გარეთ, ცივ მიწაზეც ეძინათ.

6. სპარტაში მამაკაცები სამაგალითო მებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ, ქალები კი სამაგალითო დედები.

7. სპარტაში ისევე როგორც ბიჭები, გოგონებიც ვარჯიშობდნენ საბრძოლო ხელოვნებაში, შუბების სროლაში, გადიოდნენ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც მომავალი დედობისთვის. მხოლოდ სპარტანელ ქალს შეეძლო ძლიერი მებრძოლის გაჩენა.

8. გოგონებს, ბიჭებისგან განსხვავებით უფლება ჰქონდათ, მშობლებთან ეცხოვრათ.

9. ერთადერთი პროფესია, რაც სპარტანელ ბავშვებს გააჩნდათ, მებრძოლის პროფესია იყო, ყველა სპარტანლი მამაკაცი ვალდებული იყო ებრძოლა 60 წლამდე.

10. ყველაზე სასტიკი გამოცდა, რომელიც ახალგაზრდებს უნდა გაევლოთ იყო კონკურსი ამტანობაზე. მათ ამათრახებდნენ და ცემდნენ, რათა ტკივილისადმი ამტანები გამხდარიყვნენ. ისინი, რომლებიც ამ გამოცდის დროს იღუპებოდნენ, სუსტებად ითვლებოდნენ. განაგრძეთ კითხვა