7 იდუმალი ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შესვლა სასტიკად ეკრძალება | Allnews.Ge

7 იდუმალი ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შესვლა სასტიკად ეკრძალება

ადამიანი ხშირად იმისკენ იწევს, რაც მისთვის დაფარული, აკრძალულია. გთავაზობთ პლანეტის ყველაზე უჩველო ადგილებს, სადაც ადამიანს შესვლა ეკრძალება.

1. გველების კუნძული

კუნძული ატლანტის ოკეანეში, ბრაზილიის სანაპიროსთან მდებარეობს. ცნობილია შხამიანი გველებით. მათ გამრავლებას ხელი რომ არ შეუშალონ, კუნძული სტუმრებისთვის დაკეტეს.

2. მარცვლეულის მსოფლიო სათავსი

ნორვეგაში მდებარე უზარმაზარ ბუნკერში (მისი სიღრმე 140 მეტრს შეადგენს) მარცვლეული კულტურის მილიონობით სახეობა ინახება. ბუნკერი სპეციალურად შეიქმნა. თითოეულ ქვეყანას თავისი კუთხე აქვს.

3. ცინ შიხუანის სამარხი

არქეოლოგებმა ის 1974 წელს აღმოაჩინეს. მაგრამ მკვლევარებს მისი ბოლომდე გამოკვლევის უფლება არ მისცეს. იმ მოტივით, რომ გათხრების დროს უძველესი ნიმუშები შეიძლება დაზიანდეს.

4. სურტსეის კუნძული

წყალქვეშა ვულკანების შედეგად წარმოქმნილი კუნძული ისლანდიის მახლობლად მდებარეობს. მასზე ცხოვრება ისე ვითარდება, როგორც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე და მეცნიერებმა იქ ადამიანების შეშვება აკრძალეს, თავად კი პროცესებს აკვირდებიან.

5. ზონა 51

2013 წლამდე ამერიკის მთავრობა უარყოფდა ხმებს, ზონა 51-ის შესახებ. დღეს მასზე თავისუფლად საუბრობენ. ის ლას-ვეგასიდან 135 კმ-ში მდებარეობს და ახალი იარაღების გამოცდის ადგილია. ამბობენ, რომ ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევათ. გავრცელებული ინფორმაციით, ოდესღაც აქ ამერიკელმა სამხედროებმა უცხოპლანეტელების ხომალდი ჩამოაგდეს.

6. ვატიკანის საიდუმლო არქივი

რომის პაპს მსოფლიოში უნიკალური ბიბლიოთეკა აქვს. ამბობენ, რომ ვატიკანის კედლის ერთი სტელაჟი სიგრძით 90 კილომეტია. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის დადასრტურების საშუალება მეცნიერებს არა აქვთ. არც იმის, თითქოს წიგნების უმეტესობას მსოფლიოს ოკულტური ლიტერატურა შეადგენს.

7. ნიიჰაუს კუნძული

1864 წლიდან კუნძული რობინსონების ოჯახს ეკუთვნის და იქ არავის უშვებენ. არ აქვთ არც მობილური არც ასფალტიანი გზა და შესაბამისად, არც მანქანები და მაღაზიები. ელექტროენერგიას მზის ბატარეებით იღებენ. ნათესავები, რომლებმაც კუნძული მიატოვეს, მხოლოდ მიწვევით შეიძლება უკან დაბრუნდნენ.

განაგრძეთ კითხვა

Keimada-Grande - ყველაზე საშიში კუნძული მსოფლიოში, სადაც ჩასვლას ვერავინ ბედავს

 

10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე, რომელიც უსიამოვნო განწყობას იწვევს

 

ყველაზე უცნაური ადგილი მსოფლიოში, სადაც ადამიანები უკვალოდ ქრებიან