ვინ არის ფილმ "ცხოვრება მშვენიერიას" პატარა გმირის პროტოტიპი და როგორ ემალებოდა 3 წლის ბავშვი ფაშისტებს სინამდვილეში | Allnews.Ge

ვინ არის ფილმ "ცხოვრება მშვენიერიას" პატარა გმირის პროტოტიპი და როგორ ემალებოდა 3 წლის ბავშვი ფაშისტებს სინამდვილეში

1997 წელს, იტალიელმა რეჟისორმა რობერტო ბენინიმ გადაიღო ფილმი «ცხოვრება მშვენიერია». ფილმი ებრაელზეა, რომელიც თავის 5 წლის ვაჟს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში მალავს. მამა ბავშვს უხსნის, რომ ეს თამაშია, რომელიც გერმანელებისგან დამალვას გულისხმობს და რომ არ შეიძლებადა ტირილი, წუწუნი და საჭმლის თხოვნა. ამ შემთხვევაში, ის ქულებს მოაგროვებს და ჯილდოდ — ნამდვილ ტანკს მიიღებს.

კადრები ფილმიდან "ცხოვრება მშვენიერია"

ფილმის სიუჟეტს, საფუძვლად, იტალიელი ებრაელის რუბინო რომეო სალმონის (1920-2011), ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვეს, ბიოგრაფიული რომანი «მე ჰიტლერი დავამარცხე» («Alla fine ho sconfitto Hitler», Rubino Romeo Salmonì) უდევს, რომელშიც ავტორი სიკვდილმისჯილთა ბანაკში საკუთარი ცხოვრების პერიოდს აღწერს. რეჟისორმა თავის ნამუშევარში «ოსკარი» მიიღო, რომელმაც ის და მისი ფილმი, საქვეყნოდ ცნობილი გახადა.

  ინტერვიუებში ბენინი ამბობდა, რომ ფილმში მოთხრობილი ისტორია გამოგონილ იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ რეალურად მოხდა... აღმოჩნდა, რომ მსგავსი ისტორია, საკოცენტრაციო ბანაკში, მართლაც მოხდა და რომ ფილმის პატარა გმირის პროტოტიპი ჯოზეფ შლაიფშტეინი იყო.

ჯოზეფ შლაიფშტეინი 1941 წ. 7 მარტს ებრაულ გეტოში, ქალაქ სანდომირში დაიბადა, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის სამხ-აღმ. ნაწილში მდებარეობდა. დაბადების პირველივე დღეებიდან მას მშობლები მალავდნენ, ხოლო როდესაც ბავშვი 1 წლის გახდა: გეტოს ტყვეები პოლონეთის სამხრეთში, ქ. ჩენსტოხოვში, HASAG იარაღის ფაბრიკაში სამუშაოდ (შესრულებული სამუშაოსთვის, რა თქმა უნდა არ უხდიდნენ) გადაიყვანეს. პირველსავე დღეს, გერმანელებმა ბავშვები, როგორც «შრომისთვის უსარგებლოებო», მოაგროვეს და ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს.

ჯოზეფის დედამ მოასწრო და ბავშვი სარდაფში დამალა, სადაც ის, სრულ წყვდიადში, 18 თვე ცხოვრობდა: სინათლე მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მშობლები სარდაფში ანთებული სანთლით და საკვებით ჩადიოდნენ. მათ ბავშვი სიჩუმეს მიაჩვიეს, რადგან ნებისმიერ ხმას ჯარისკაცების ყურადღების მიქცევა შეეძლო. გარდა ამისა, მათ კატა მიიჩვიეს, რომ მას სარდაფში თაგვები დაეჭირა.

1943 წელს გერმანელებმა ფაბრიკის პერსონალი პოლონელებით ჩაანაცვლეს, ხოლო ებრაელი ტყვეები ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში უნდა გადაეგზავნათ. სწორედ მაშინ უთხრა მამამ 2,5 წლის შვილს: «ახლა ჩვენ ერთ საინტერესო თამაშს ვითამაშებთ. საღამოს 3 ნაჭერ შაქარს მოგცემ, თუ პირობას შესარულებ. პირობა კი ასეთია — რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა იტირო». შაქარს, იმ პერიოდში, უდიდესი ღირებულება ჰქონდა და ბავშვი, რომელმაც ნორმალურად ლაპარაკი არ იცოდა, მაშინვე დათანხმდა. მამამ დიდ ტომარას ნახვრეტები გაუკეთა, ჰაერი რომ შესულიყო, ჩასვა შიგ ჯოზეფი, ზემოდან ტანსაცმელი გადააფარა და ზურგჩანთა მხარზე მოიგდო.

— ბუხენვალდში ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს, — ყვება II მსოფლიო ომის მკვლევარი თადეშ კამინსკი. — ჯოზეფის დედა სხვა ბანაკში — ბერგენ-ბელზენში (ქვემო საქსონია) გადაიყვანეს, ხოლო მოხუცები და ბავშვები, რომლებიც სხვა გეტოებიდან ჩაიყვანეს, იქვე, მატარებელთან, სხვა ტყვეების თვალწინ დახვრიტეს. ბანაკის კომენდანტმა СС-ის შტანდარტენფიურერმა გერმან პისტერმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ «ჩვენ მუშები გვჭირდება და არა მუქთამჭამლებიო».    ორი გერმანელი კომუნისტი მას ბავშვის დამალვაში დაეხმარა. პატარას პურს, ბანაკის ისედაც მწირი ულუფიდან, აძლევდნენ და მასთან წვიმის წყალი მიჰქონდათ მალულად. ერთ-ერთმა ტყვემ კი, ხისგან პატარა ცხენი გამოუთალა. ასე, რომ, პატარა ჯოზეფს საჭმელი, სასმელი და სათამაშოც კი ჰქონდა. ბავშვი ყოველთვის ჩურჩულით საუბრობდა და არასოდეს ტიროდა. «ცუდმა ძიებმა არ უნდა გიპოვონ, — ეუბნებოდა მას მამა — თორემ, ბოროტ ჯადოქართან წაგიყვანენო».

…საბოლოოდ, ხის სათამაშომ დათვური სამსახური გაუწია პატარას: ცხენი, მორიგი ჩხრეკის დროს, დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა იპოვა და СС-ს 30 წლის რაზმის უფროსმა, ბანაკის საფუძვლიანი დათვალიერების ბრძანება გასცა. ბავშვის სამალავი აღმოაჩინეს... და აქ საოცრება მოხდა — როგორც აღმოჩნდა, ესესელს ჯოზეფის ასაკის შვილი ჰყავდა და პატარა ბიჭი ძალიან მოეწონა. მან მომხდარის შესახებ, ბანაკის კომენდანტს არ უპატაკა და ჯოზეფი ბარაკში დატოვა. ბავშვს «ბუხენვალდის თილისმა» შეარქვა და მისთვის, «ბავშვის» სამუშაო ფორმის შეკერვის ბრძანება გასცა. ბიჭი ყოველდღე, სხვა ტყვეებთან ერთად, დილის შემოწმებაზე გაჰყავდათ, რომ სიის ამოკითხვის შემდეგ, ეთქვ: «ყველა პატიმარი ადგილზე არის!». თუმცა, როდესაც ბარაკში СС-ის მაღალი ჩინის ოფიცრები მიდიოდნენ, ჯოზეფს ისევ სამალავში სვამდნენ.   1945 წლის 11 აპრილს ბანაკის ტყვეებმა ამბოხება მოაწყეს და ნახევარ საათში, დაახლოებით, 200 ესესელი დაატყვევეს. ბანაკი მეამბოხეების ხელში გადავიდა. ხოლო, 13 აპრილს ამერიკის III არმიის ნაწილები მივიდნენ... განაგრძეთ კითხვა